ბუკიას ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუკიას ბაღი — ბაღი თბილისში, საბურთალოზე, პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კუთხეში. გააშენა 1930-იან წლებში აქ დასახლებულმა აგრონომმა მირიან ბუკიამ.

ამჟამინდელი ბაღი მდებარეობს 7 ათას კვადრატულ მეტრზე. 2014 წელს ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც დამონტაჟდა გარე-განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა სკამები და მოეწყო საჩრდილობლები. ბაღში მდებარე მრავალწლოვან და უიშვიათეს ხე-მცენარეებს ფორმირება და წამლობა ჩაუტარდა. ასევე კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ ბუკიას ბაღამდე დაიგო ქვაფენილი და ბეჭდური ასფალტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]