ბუკელარიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიზანტიის თემები მცირე აზიაში, დაახლოებით 842 წელი.

ბუკელარიონის თემი (ბერძნ. Βουκελλάριον θέμα) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა და თითქმის მთელ ანტიკურ პაფლაგონიის რეგიონს მოიცავდა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემი დაახლოებით 743-767 წლებში, ოფსიკიონის მმართველ არტაბასდოსის აჯანყების ჩახშობის შედეგად, იმპერატორ კონსტანტინე V-ის მიერ ჩამოყალიბდა. ახალი თემი, ოპტიმატონთან ერთად ჩამოაჭრეს ოფსიკიონის თემს, რომელიც იმპერატორის პირად მმართველობაში გადავიდა, იმისათვის რომ შემცირებულიყო ურჩი ფეოდალების ძალაუფლება[2][3][4]. თემის სახელი მომდინარეობს ბუკელარიის, რომაული კავალერიისაგან, რომელიც შედგებოდა გუთებისა და რომაელებისაგან. VII საუკუნეში, მათ შექმნეს ოფსიკიონის სახმელეთო ძალა, მანამ სანამ რეგიონი თემის ტიტულს მიიღებდა, ის იმართებოდა დომესტიკოსების მიერ[1][5]. პირველად ბუკელარიონის სტრატეგოსი 767 წელს დაინიშნა. თემის დედაქალაქი ანკირაში მდებარეობდა. არაბი გეოგრაფების მიხედვით, თემი ითვლიდა 8 000 სამხედროს[1]. ბუკელარიონის თემი, როგორც შემდგომ პაფლაგონიის თემი,შავი ზვის სანაპიროზე მცირე სამხედრო ფლოტს ფლობდა. ბუკელარიონის და პაფლაგონიის კატეპანი, შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მმართველი იყო. X საუკუნის ისტორიული წყაროები, რეგიონში მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო ფლოტის არსებობას მიუთითებს[4][6].

თავდაპირველად, თემი შავი ზღვის სანაპიროდან, ანატოლიის პლატომდე აღწევდა. მას დასავლეთით ოფსიკიონის და ოპტიმატონის, სამხრეთით ანატოლიის, აღმოსავლეთით კი არმენიაკონის[4] თემები ესაზღვრებოდა. IX საუკუნეში, ალბათ 820 წლისთვის, ბუკელარიონის თემს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ჩამოეჭრა და შეიქმნა პაფლაგონიის თემი. მისი ზომა კიდევ უფრო შემცირდა ლეონ VI-ის მმართველობის პერიოდში, როდესაც თემს რვა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო დანაყოფი ჩამოაჭრეს. იმისათვის, რომ შეექმნათ კაპადოკიისა და ხარსიანონის თემები. IX საუკუნეში, ის მოიცავდა ორ ქალაქსა და ცამეტ ციხესიმაგრეს. 1071 წელს[7], მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თემი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]