ბუზმიჰრ პიტიახში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუზმიჰრ პიტიახში, ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე III საუკუნეში. მოხსენიებულია არამეულ (არმაზულ) წარწერაში, რომელიც სოფელ ბორში ნაპოვნ ვერცხლის თასზეა ამოკაწრული. წარწერა იკითხება: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. ფიქრობენ, რომ ბუზმიჰრ პიტიახში იბერიის მეფის მონაპირე პიტიახში (ერისთავი) იყო ლიხთ-იმერეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]