ბუზავეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუზავეთის ეკლესია — ერთნავიანი ეკლესია საქართველოში, სოფელ ბუზავეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქიდან 11 კმ-ის დაშორებით. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. მდებარეობს ზღვის დონიდან 1950 მეტრზე. კედლის წყობაში ჩართულია ძველი სტელის სვეტების ფრაგმენტები. მის მახლობლად სტელების სანახევროდ მიწაში ჩაფლული ორი ბაზაა. ერთ-ერთი მათგანი მოწითალო ტუფისგანაა გამოკვეთილი და შემკულია ჯვრის და ადამიანების გამოსახულებებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი გ., სტელის ბაზა სოფელ ბუზავეთიდან, «ძეგლის მეგობარი», 1989, №2;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]