ბუერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუერა

ბუერა (Petasites), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ცნობილია 5-6 სახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. იზრდება მდინარეებისა და ტბების ქვიშიან ნაპირებზე. აქვს მხოხავი ფესურები და ფესვთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები რედუცირებულია). ნორჩი ფოთლის ქვედა მხარე მოფენილია მოთეთრო ბეწვებით.

ჩვენში იზრდება 4 სახეობა, რომელთაგან ერთი საქართველოს ენდემია (Petasites fomini) და ერთიც კავკასიისა (Petasites georgicus).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]