სემიონ ბუდიონი
| სემიონ ბუდიონი | |
|---|---|
| რუს. Семён Миха́йлович Будённый | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 13 (25) აპრილი, 1883 |
| დაბადების ადგილი | ბუდიონოვსკაია |
| გარდაცვალების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1973[1] [2] [3] [4] (90 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[5] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | კავალერიის ოფიცერთა სკოლა და მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია |
| ეროვნება | რუსები[6] |
| მამა | მიხეილ ბუდიონი |
| დედა | მელანია ბუდიონაია |
| მეუღლე/ები | მარია ბუდიონაია |
| შვილ(ებ)ი | ნინა ბუდიონაია, მიხეილ ბუდიონი და სერგეი ბუდიონი |
| ჯილდოები | იხ. ჯილდოები |

სემიონ მიხეილის ძე ბუდიონი (რუს. Будённый Семён Михайлович; დ. 25 აპრილი, 1883, კოზიურინი (ვორონეჟი), რუსეთი — გ. 26 ოქტომბერი, 1973, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, სამოქალაქო ომის გმირი, საბჭოთა კავშირის მარშალი, სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში. პირველ მსოფლიო ომში ჯერ იბრძოდა დასავლეთის, შემდეგ კი კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში. 1918 წლიდან იყო წითელ არმიაში. იყო კავალერიის მეთაური.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა. 1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში. მამაცობისათვის ჯილდოდ 4-ჯერ ჰქონდა მიღებული წმ. გიორგის ჯვარი. 1917 წლის ზაფხულში კავკასიის დივიზიასთან ერთად მინსკში ჩავიდა, სადაც პოლკის კომიტეტის თავმჯდომარედ და დივიზიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 1917 აგვისტოში მონაწილეობდა ორშაში კორნილოვის ჯარების განიარაღებაში.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს სალსკის საოკრუგო აღმასკომის წევრად. 1918 წელს თეთრგვარდიელებთან საბრძოლველად შექმნა ცხენოსანთა რაზმი, რომელიც ჯერ პოლკად, შემდეგ ბრიგადად და ბოლოს საკავალერიო დივიზიად ჩამოყალიბდა. 1919 ივნისში მეთაურობდა ცხენოსან კორპუსს, რომელიც 1919 წელს პირველ ცხენოსან არმიად გარდაიქმნა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დენიკინის, პილსუდსკისა და ვრანგელის ჯარების განადგურებაში.
1921–1923 წლებში იყო რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი, შემდეგ ჩრდ. კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცხენსაშენების შესაქმნელად. 1924–1937 წლებში იყო წითელი არმიის კავალერიის ინსპექტორი. 1932 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემია.
1937 წლიდან სარდლობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის ჯარებს, ხოლო 1939–1940 წლებში იმავდროულად იყო თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე. დიდი სამამულო ომის დროს შედიოდა მთავარბანაკის შემადგენლობაში. 1941–1942 წლებში სარდლობდა სხვადასხვა ფრონტს. 1943 წლიდან იყო საბჭოთა არმიის კავალერიის სარდალი და სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სამინისტროს უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, 1953 წლის მაისიდან 1954 წლის სექტემბრამდე — კავალერიის ინსპექტორი.
1920 წლიდან სრულიად რუსეთის ცაკის, ხოლო 1922 წლიდან სსრ კავშირის ცაკის წევრი; სსრ კავშირის I–VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1938 წლიდან სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, 1934 წლიდან საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატი, 1939 წლიდან ცკ-ის წევრი, 1952 წლიდან სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა გიორგის I ხარისხის ჯვარი
- წმინდა გიორგის II ხარისხის ჯვარი
- წმინდა გიორგის III ხარისხის ჯვარი
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვარი
- წმინდა გიორგის მედალი
სსრ კავშირის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რვა ლენინის ორდენი
- ექვსი წითელი დროშის ორდენი
- სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი
- სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენი
- მედალი „ოდესის დაცვისათვის“
- მედალი „სევასტოპოლის დაცვისათვის“
- მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
- მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
- მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“
- საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“
- საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
- საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების 30 წელი“
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი“
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“
- საიუბილეო მედალი „ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად“
- მოსკოვის 800 წლისთავის მედალი
- ორი რევოლუციის საპატიო იარაღი
- საპატიო იარაღი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბის ოქროსფერი გამოსახულებით
უცხოური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წითელი დროშის ორდენი
- ორი სუხე-ბატორის ორდენი
- მედალი „მონღოლეთის სახალხო რევოლუციის 50 წელი“
- საიუბილეო მედალი „მონღოლეთის სახალხო არმიის 50 წელი“
- მეგობრობის მედალი
თხზულებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Конница в мировой войне // Военный вестник. — 1924. — № 28. — С. 53–57.
- Красная конница: Сб. ст. — М.; Л.: Госиздат. Отд. воен. лит., 1930.
- Основы тактики конных соединений. — М., 1938.
- Первая конная на Дону. — Ростов н/Д, 1969.
- Пройденный путь. — М., 1959–1973. Кн. 1—3.
- Сталин и армия. — М., 1959.
- Встречи с Ильичом. — 2-е изд. — М., 1972.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 552.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სემიონ ბუდიონი საიტზე history.ru
- სემიონ ბუდიონი საიტზე 100.histrf.ru
- სემიონ ბუდიონი საიტზე warheroes.ru
- სემიონ ბუდიონი საიტზე warmuseum.by
- სემიონ ბუდიონი საიტზე stalingrad-battle.ru
- С. Витошнев. «С. М. Будённый. Летопись». (Биография)
- Фотопортреты Будённого С. М. в «Российской портретной галерее»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ TracesOfWar
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118664425 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ warheroes.ru — 2000.
- დაბადებული 25 აპრილი
- დაბადებული 1883
- გარდაცვლილი 26 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1973
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი სამხედრო მოღვაწეები
- საბჭოთა კავშირის მარშლები
- ფრუნზეს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- დიდი სამამულო ომის ფრონტების სარდლები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის გმირები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუვოროვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- იაპონიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წლის მედლით დაჯილდოებულები
- მხედართმთავრები დიდ სამამულო ომში
- რუსეთის სამხედრო მოღვაწეები
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVII ყრილობის დელეგატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XIX ყრილობის დელეგატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XX ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXI ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIV ყრილობის დელეგატები
- რუსეთის იმპერიის სამხედრო პირები