ბრუტსაბძელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბრუტსაბძელი
კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 44°00′30″ ა. გ. / 42.53056° ჩ. გ. 44.00833° ა. გ. / 42.53056; 44.00833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3670 
ქედი ჯავის ქედი
ბრუტსაბძელი — საქართველო
ბრუტსაბძელი
ბრუტსაბძელი — შიდა ქართლი
ბრუტსაბძელი

ბრუტსაბძელი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ტოტის — ჯავის ქედის დასაწყისში, მდინარეების ფაწისა და ჯომაგდონის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 3670 . აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. წარმოადგენს მცირე მყინვარებიან კლდოვან პირამიდას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ბრუტსაბძელს შიდა ქართლის მოსახლეობა იალბუზსაც უწოდებს. იგი ძველი ქართლის საკულტო მწვერვალი იყო. მასზე აღმოჩენილია ხის ნაგებობა — ალბათ, განდეგილის თავშესაფარი. ბრუტსაბძელზე პირველი ალპინისტური ასვლა მოეწყო 1929 წელს.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილს ბრუტსაბძელის მთა შეჰყავს იმ შვიდი მთის სიაში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქართული მოდგმა. შესაბამისად ამ მთებს უკავშირებს ქართველთა მთავარი კერპის — ბოჩის შვიდ ხელს.

პირველი არს შიდა ქართლისა მამულსა შინა ცხინვალისა ანუ ქრცხინვალის ხეობისა თავსა მთაჲ კავკასიური, რომლისა თავი მარადის საუკუნჲთა თოვლითა არიან დაფარულ და გარემო კერძოთა მისთა კლდენი საშინელნი. ესე მთა იწოდების ბრუტ-საბზლად და არს ესე ერთი შვიდთაგანი კავკასიისა მთათაგან, ვინაჲდგან ჰქონან კავკასიასა შვიდნი უმაღლესნი მწვერვალნი სხვათა ყოველთა მთათა მისთა ზედა; და მათ ზედა მყინვარნი საუკუნენი მუფვლებენ სამარადისოდ. ხოლო მთაჲ ესე ბრუტ-საბზელი თქმულ-არს საბზლად ციკლოპისა ბრონტოსისად.

იტყვიან ჯაჭვითა დაბმულსა მუნ ტარტაროზსა, რომელსა თანაცა შეკრბებოდეს წლითი-წლად დღესა ერთსა აღნიშნულსა დემონნი და გრძნეულნი კაცნი ყოვლისა კიდით ქუეყანისა და ჰყოფდენ მისთანა დღესასწაულებასა და შესწირვიდნენ მას მსხვერპლსა და მიიღებდენ სწავლასა საგრძნეულოსა ხელოვნებისა მათისასა მისგან.

—თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, სანკტპეტერბურგი. 1848, გვ. 8

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]