ბრუსნიცინების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუსნიცინების სახლი
Особняк Брусницыных
კოორდინატები 59°55′22″N 30°15′03″E / 59.922769° ჩ. გ. 30.2509° ა. გ. / 59.922769; 30.2509
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ა. ი. კოვშაროვი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1884
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810159000

ბრუსნიცინების სახლი (რუს. Особняк Брусницыных) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ეკლექტიკის არქიტეტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ვასილევსკის კუნძულზე. მისამართი ტყავის რიგი, სახლი № 27. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი. თანამედროვე სახით შეიქმნა 1884 წელს ვაჭარი ძმების ბრუსნიცინებისათვის, არქიტექტორ ა. ი. კოვშაროვის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1844 წელს სახლი შეიძინა ტვერის გუბერნიიდან ჩამოსულმა ნიკოლოზ ბრუსნიცინმა. 1847 წელს მან შექმნა ტყავის სახელოსნო, რომელიც თავიდან იყო პატარა და სულ ათი კაცი მუშაობდა, მაგრამ მალევე მან გააფართოვა სახელოსნო და მასში 600 კაცი დაასაქმა.

1857 წელს არქიტექტორ ა. ს. ანდრეევის პროექტის მიხედვით დასავლეთ მხრიდან შენობას მიაშენეს ახალი ნაგებობა.

1882 წელს სახლი გადავიდა ნიკოლოზ ბრუსნიცინის შვილების, ნიკოლოზის, ალექსანდრესა და გიორგის საკუთრებაში. ორი წლის შემდეგ სამივე ძმა შეთანხმდა გადაეკეთებინათ მშობლიური სახლი, რომელიც დაუკვეთეს არქიტექტორ ანატოლი კოვშაროვს. ამ გადაკეთების შემვეგ სახლმა მიიღო ის ფორმა, რა ფორმითაც დღემდეა შემონახული. მისი დაგეგმარება რუსული ასო Ш-ს მსგავსია. რევოლუციის გამო ძმები ნიკოლოზი და ალექსანვრე ემიგრაციაში წავიდნენ, ალექსანდრე დარჩა რუსეთში და მუშაობა გააგრძელა ქარხანაში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე და ქარხნის მმართველი კოლეგიის თავმჯდომარედ. 1919 წლის 28 მაისს იგი დააპატიმრეს საკუთარ სახლში, თუმცა წითელი ჯვრის მოსკოვის წარმომადგენლობის თხოვნით 1920 წელს იგი გაათავისუფლეს.

1917 წლის შემდეგ სახლი ეკუთვნოდა ა. ნ. რადიშევის სახელობის ტყავის ქარხანას. 1925-1930 წლებში კარის ადგილზე განათავსეს ვესტიბიული. 1993 წელს რესტავრაცია ჩაუტარეს თეთრ დარბაზსა და სამზარეულოს. ამჟამად შემონახული აქვს ისტორიული სახე. ნაწილი იჯარით აქვთ აღებული ფირმებს, ხოლო ნაწილი არ ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]