ბრუსკეტა
|
ბრუსკეტა პომიდვრის სალათით, კარამელიზებული ბალზამიკოს ძმრითა და გრანა პადანოს ყველით. | |
| რიგითობა | აპეტაიზერი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | იტალია |
| ტემპერატურა სერვირების დროს | თბილი პურითა და ცივი ბოსტნეულით |
| მთავარი ინგრედიენტები |
პური და ზეითუნის ზეთი |
ბრუსკეტა (იტალ. Bruschetta[1]) ― იტალიური აპეტაიზერი (ანტიპასტო), რომელიც წარმოადგენს შემწვარ პურს ნივრით, ზეითუნის ზეთითა და მარილით. ყველაზე ხშირად ბრუსკეტაზე პომიდვრის, ბოსტნეულის, ლობიოს, შებოლილი ხორცისა და ყველის ნაჭრებს ალაგებენ.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუსკეტა რომაული „bruscare”-დან მომდინარეობს. ის იტალიურში „abbrustolire“-ს ეკვივალენტია, რაც ნაკვერჩხალზე ან ჩვეულებრივ შეწვას ნიშნავს.[2]
უევერლი რუთმა 1971 წელს აღნიშნა, რომ ბრუსკეტო კერძის უშუალოდ რომაული სახელი იყო, იტალიის სხვა მხარეებში კი მას „schiena d'asino”-ს (სიტყვასიტყვით „ვირის ზურგი“) უწოდებენ.[3]
ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელი ბრუსკეტა ზოგჯერ გამოიყენება ისეთი ბოსტნეულის აღსანიშნავად, რომელიც ქილებში იყიდება და, როგორც წესი, პომიდვრის ბაზაზე მზადდება.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუსკეტა ინგლისურ ენაზე პირველად ელიზაბეტ დევიდმა აღწერა 1954 წელს.[4] მან თავის წიგნში „იტალიური საკვები“ აღნიშნა, რომ ბრუსკეტას ახლად დამზადებულ ზეთთან ერთად მიირთმევენ ტოსკანასა და უმბრიაში, ცნობილ ზეითუნის ზეთის მწარმოებელ რაიონებში.[5]
უევერლი რუთი და მარსელა ჰაზანი ბრუსკეტას წარმოშობას ანტიკურ რომს უკავშირებენ. რუთის თქმით, რომაელები ბრუსკეტას „clustrum“-ს ან „crustulum“-ს უწოდებდნენ. საბინების ქალაქ კიურესში აღმოჩენილი წარწერა ადასტურებს, რომ კრასტრუმი ხალხს მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, როგორიცაა სატურნალია, მულსუმთან ერთად ურიგდებოდა.[6] ჰაზანი აცხადებს, რომ ბრუსკეტა თითქმის ისეთივე ძველია, როგორც თავად ზეითუნის ზეთი. ძველ რომში ზეითუნის ზეთის პირველი გასინჯვა, სავარაუდოდ, ზეთში ამოვლებული პურის ნაჭრით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრუსკეტა დაბალი კლასის საკვებად ითვლებოდა, დროთა განმავლობაში მან პოპულარობა მოიპოვა და უფრო მაღალი სოციალური კლასების სამზარეულოებშიც მოხვდა.[7]
საერთაშორისო კულინარიული ცენტრი ბრუსკეტას შუა საუკუნეებით ათარიღებს, როდესაც საკვებს თეფშების ნაცვლად პურზე მიირთმევდნენ.[8]
ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკაში ცნობილი ბრუსკეტას ვერსია, რომელსაც კუბებად დაჭრილი პომიდვრის სალათით ამზადებენ, იტალიაში არსებული რამდენიმე სახეობიდან ერთ-ერთია.[9]
აბრუცოს რეგიონში პოპულარულია ბრუსკეტას ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ვენტრიჩინით მზადდება.
საერთაშორისო კულინარიული ცენტრის მონაცემებით, ტერმინი ბრუსკეტა ზოგჯერ კროსტინისა და ტოსკანური კერძის, ფეტუნტას სინონიმად გამოიყენება.[8] ტოსკანაში ფეტუნტას, როგორც წესი, გარნირების გარეშე მიირთმევენ, სეზონის პირველი ზეითუნის ზეთის დასაგემოვნებლად.[10]
კამპანიის რეგიონში პომიდვრის ბრუსკეტა ყველაზე პოპულარულია, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ მიირთმევენ, როდესაც პომიდვრის სეზონია. პომიდორთან ერთად პურზე ალაგებენ დამარილებულ ანჩოუსს, კარაქს, ნივრით შეზავებულ ლობიოს და ასხამენ ზეითუნის ზეთს. რესტორნებში გვხვდება ბოტარგასა (დამუშავებული თევზის ქვირითი) და ტრიუფელის ბრუსკეტაც კი.[9]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრუსკეტა დაჭრილი პომიდვრითა და რეჰანით
- ბრუსკეტა ზეითუნის ზეთით
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2008) Longman Pronunciation Dictionary, 3rd, Pearson Longman. ISBN 978-1-4058-8118-0. „bru ˈsket ə -ˈʃet ə —Italian [bɾu ˈsket ta]“
- ↑ Ayto, John (2003). An A to Z of Food and Drink. Oxford: Oxford University Press, გვ. 44. ISBN 0192803514.
- ↑ Hartz-Seeley, Deborah S (August 21, 2008). „The Toast Of Italy: Bruschetta South Florida Chefs Put Their Own Spin on Traditional Dish“. South Florida Sun-Sentinel. p. E7. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-24.
- 1 2 (2016) Fowler's Concise Dictionary of Modern English Usage, 3, Oxford University Press, გვ. 95. ISBN 978-0-19-966631-7.
- ↑ David, Elizabeth (1989). „Eggs, cheese dishes, pizze, etc.“, Italian Food. Penguin Books, გვ. 128. ISBN 978-0-140-27327-4.
- ↑ Root, Waverley (1977). „III. Lazio“, The Food of Italy. Vintage Books. ISBN 0-394-72429-1.
- ↑ Hazan, Marcella (1976). „Antipasti“, The Classic Italian Cookbook. Alfred A. Knopf, გვ. 49. ISBN 0-394-40510-2.
- 1 2 International Culinary Center (2012). „Antipasti“, The Fundamental Techniques of Classic Italian Cuisine. Stewart, Tabori & Chang, გვ. 40. ISBN 978-1-58479-990-0.
- 1 2 Schwartz, Arthur (1998). Naples at Table: Cooking in Campania. New York: HarperCollins, გვ. 18. ISBN 0-06-018261-X.
- ↑ Fettunta Toasted bread with olive oil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2012. ციტირების თარიღი: 21 March 2012