ბრუნო შულცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუნო შულცი
პოლ. Bruno Schulz
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1892(1892-07-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი დროგობიჩი
გარდაცვალების თარიღი 19 ნოემბერი, 1942(1942-11-19)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [9] (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი Drohobych Ghetto ან დროგობიჩი
საქმიანობა მწერალი[10] , მხატვარი[11] , ლიტერატურული კრიტიკოსი[10] , მხატველი[10] და გრაფიკოსი[10]
ენა პოლონური ენა
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
ალმა-მატერი ლვივის უნივერსიტეტი
Magnum opus სანატორიუმი ქვიშის საათის ქვეშ და დარიჩინის ქულბაქები
ჯილდოები Q21877347?

ბრუნო შულცი (დ. 12 ივლისი, 1892 — გ. 19 ნოემბერი, 1942) — პოლონელი ებრაელი მწერალი, ხელოვანი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების მასწავლებელი. მიიჩნევა XX საუკუნის პოლონურენოვანი პროზის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. 1938 წელს პოლონეთის ლიტერატურის აკადემიისგან გადაეცა ოქროს დაფნა. შულცის ზოგიერთი ნაშრომი ჰოლოკოსტის გამო დაიკარგა, მათ შორის 1940-იანი წლების დასაწყისში დაწერილი მოთხრობები და მისი ბოლო, დაუსრულებელი რომანი „მესია“. 1942 წელს ქუჩაში, დროჰობიჩის გეტოსკენ პურით ხელში მიმავალი შულში გესტაპოს ოფიცერმა მოკლა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შულში დაიბადა დროჰობიჩში, ავსტრიის გალიციაში, რომელიც დღეს უკრაინის შემადგენლობაშია, ისტორიულად კი პოლონეთის სამეფოს ნაწილი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დროჰობიჩი ლვოვის სავოევედოში შევიდა. მამამისი, ჯაკუბ შულცი, ტანსაცმლით მოვაჭრე იყო.[12] მომავალმა მწერალმა ხელოვნებისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა. 1902-1910 წლებში სწავლობდა ვლადისლავ იაგიელოს დაწყებით სკოლაში.[13] უმაღლესი განათლების მიღება კი ლვოვის პოლიტექტიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის განხრით განაგრძო. მან 1911 წელს სწავლა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა და 1913 წელს, გამოჯანმთელების შემდეგ განაახლა. 1917 წელს ხანმოკლე დროით იგი ვენაში არქიტექტურას სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, როცა შულცი 26 წლის იყო, დროჰობიჩი პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1924-1941 წლებში შულცი ვლადისლავ იაგიელოს დაწყებით სკოლაში ხატვასა და ხელოსნობას ასწავლიდა. მას არ მოსწონდა მასწავლებლობა, თუმცა სკოლაში მუშაობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.[14]

შულცმა თავისი არაჩვეულებრივი ფანტაზია ეროვნებებისა და იდენტობების ნაკრების გარშემო განივითარა: იგი იყო ებრაელი, აზროვნებდა და წერდა პოლონურად, თავისუფლად ფლობდა გერმანულ ენას, კარგად იცნობდა ებრაულ კულტურას, თუმცა არ იცოდა იდიში.[15] შულცი შთაგონებას ადგილობრივი და ეთნიკური წყაროებიდან იღებდა. იგი მოგზაურობას თავს არიდებდა და თითქმის მთელი ცხოვრება პროვინციულ მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც მისი სიცოცხლის მანძილზე მიუკუთვნებოდა შემდეგ სახელმწიფოებს: ავსტრია-უნგრეთის იმპერია (1792-1919), დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (1919), პოლონეთის მეორე რესპუბლიკა (1919-1939), საბჭოთა უკრაინა – 1939 წელს სსრკ-ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ოპერაცია ბარბაროსას დროს, და ნაცისტური გერმანია – 1941 წელს მესამე რაიხის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ. თავის შემოქმედებაში შულცი ერიდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების აშკარად ხსენებას.

შულცის მემორიალური დაფა დროჰობიჩის გეტოს შენობაში უკრაინულ პოლონურ და ებრაულ ენებზე

1934 წელს გამოქვეყნდა შულცის მოთხრობათა კრებული „დარიჩინის ქულბაქები“. 1937 წელს მწერალმა გამოაქვეყნა რომანი „სანატორიუმი ქვიშის საათის ქვეშ“. 1938 წელს მას პოლონეთის ლიტერატურის აკადემიისაგან ოქროს დაფნა გადაეცა.

1939 წელს ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ დროგობიჩი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოექცა. ამ პერიოდში შულცი მუშაობა რომანზე „მესია“, რომლის ხელნაწერიც დაიკარგა. 1941 წელს გერმანელებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ოპერაცია ბარბაროსა წამოიწყეს, რა დროსაც შულცი ახლადჩამოყალიბებულ დროგობიჩის გეტოში ათასობით სხვა ებრაელთან ერთად გამოკეტეს, რომელთა უმრავლესობაც 1942 წლამდე ბელზეკის ბანაკში დაიღუპა.[16][17] გესტაპოს ოფიცერი ფელიქს ლანდაუ აღფრთოვანებული იყო შულცის ნამუშევრებით და მას დროგობიჩის საცხოვრებელში ფრესკის დახატვის სანაცვლოდ მფარველობდა. 1942 წელს ფრესკის დასრულებიდან მალევე, შულჩი სახლში პურით ხელში ბრუნდებოდა, როცა გესტაპოს ოფიცერმა , კარლ გიუნტერმა, იგი გასროლით მოკლა.[18][19] ეს მკვლელობა იყო შურისძიება ლანდაუს მიერ გიუნტერის მფარველობის ქვეშ მყოფი ებრაელის მკვლელობისთვის. შულცის ფრესკა მალევე გადახატეს და დაივიწყეს, იგი ხელახლა მხოლოდ 2001 წელს აღმოაჩინეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118762427 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  9. 9.0 9.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Fine Art Archive — 2003.
  11. Union List of Artist Names — 2005.
  12. Wójcikowski, Grzegorz. „Rocznica urodzin i śmierci Brunona Schulza“. Forum Polonijne. 3 (2007): 38. ISSN 1234-2807.
  13. Władysław Jagiełło Public Middle and High School in Drohobycz | Virtual Shtetl en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-31. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  14. Schulz, Bruno. The Street of Crocodiles. 1992, page 15.
  15. "Who Owns Bruno Schulz?" დაარქივებული October 8, 2007, საიტზე Wayback Machine. , by Benjamin Paloff .
  16. History of Jews in Drohobycz. Virtual Shtetl. Museum of the History of Polish Jews. ციტირების თარიღი: 9 November 2014
  17. Arad, Yitzhak (2009). The Holocaust in the Soviet Union. U of Nebraska Press, გვ. 277, 282, 237. ISBN 978-0803222700. 
  18. Ficowski, Jerzy; Robertson, Theodosia S. (2004) Regions of the Great Heresy: Bruno Schulz, a Biographical Portrait. W. W. Norton & Company, გვ. 252. ISBN 978-0-393-32547-8. 
  19. James Fiumara. (November 29, 2004) The Thirteenth Freak Month. Kinoeye. ციტირების თარიღი: December 9, 2010