შინაარსზე გადასვლა

ბრუნო ტაუტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუშის პავილიონი, 1914.
ბერლინი

ბრუნო იულიუს ფლორიან ტაუტი (გერმ. Bruno Julius Florian Taut; დ. 4 მაისი, 1880, კენიგსბერგი, გერმანია — გ. 24 დეკემბერი, 1938, სტამბოლი) — ვაიმარის პერიოდის გერმანელი არქიტექტორი და ურბანისტი.

ტაუტი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი თეორიული ნაშრომებითა და საგამოფენო ნაგებობით. მისი ყველაზე განთქმული შენობაა მინის პავილიონის პრიზმული გუმბათი კელნის ვეკბუნდის გამოფენაზე (1914). მისი „ალპური არქიტექტურის“ მონახაზების (1917) საფუძველზე, რომელიც უტოპიურ იდეებს ემყარებოდა, მას სხვადასხვა კრიტიკოსები მოდერნიზმსა ან ექსრესიონისზმს მიაკუთვნებენ.

ბერლინში სწავლისა და შტუტგარტში თეოდორ ფიშერის კანტორაში პრაქტიკის შემდეგ, ტაუტი საკუთარ ოფისს ხსნის ბერლინში 1910 წელს. უფრო ასაკოვანი არქიტექტორი ჰერმან მუთესიუსის რჩევით ის ინგლისს ეწვია მიმდინარეობა ქალაქი-ბაღნარის გასაცნობად. ამ ვიზიტმა მასზე ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვა. მათესიუსმა მას ასევე გააცნო დოიჩერ ვერკბუნდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურაც, მათ შორის ვალტერ გროპიუსი. თუმცა ტაუტი მსოფლმხედველობით სოციალისტი იყო და პირველ მსოფლიო ომამდე ეს მის წინსვლას ხელს უშლიდა.

ტაუტმა პირველი ორი საცხოვრებელი პროექტი მაგდებურგში შეასრულა 1912–1915 წლებში, ქალაქი-ბაღნარის მიმდინარეობის ჰუმანური ფუნქციონალიზმისა და ურბანული დიზაინის გადაწყვეტის პირდაპირი ზეგავლენით. 1921–1923 წლებში ის მაგდებურგის ქალაქის არქიტექტორი იყო.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრუნო_ტაუტი“-დან