ბრუკლინი 9-9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუკლინი 9-9
Brooklyn Nine-Nine Logo.png
ტელესერიალის ლოგო
ჟანრი
ავტორი
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი დენ მაროკო
კომპოზიტორ(ებ)ი დენ მაროკო
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 153 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • დენ გური
  • მაიკლ შური
  • დევიდ მაინერი
  • ფილ ლორდი
  • ქრისტოფერ მილერი
  • ლუკ დელ ტრედიჩი
  • დევიდ ფილიპსი
პროდიუსერ(ებ)ი
  • მარშალ ბუნი
  • ნორმ ჰისკოკი
  • მეთ ნოდელა
  • ნილ კემპბელი
  • მეთ ლოუტონი
  • კორტნი კარილიო
  • ქეროლ კოლბი
  • ფილ ავგუსტა ჯექსონი
  • სიერა ორნელას მილერი
  • რიჩარდ ჰ. პრინსი
  • ევან სასერი
  • ვან რობიშო
კამერა ერთკამერიანი
ხანგრძლივობა 21-23 წთ
კომპანია
  • Fremulon
  • Dr. Goor Productions
დისტრიბუტორი NBCUniversal Syndication Studios
ეთერში 17 სექტემბერი, 2013 (2013-09-17) — სექტემბერი 16, 2021 (2021-09-16)
რესურსები ინტერნეტში

ბრუკლინი 9-9 ― ამერიკული პოლიციური კომედიური ტელესერიალი, რომელიც Fox-ისა და NBC-ის ეთერში გადიოდა. ტელეშოუ ეთერში 2013 წლის 17 სექტემბერს გაუშვეს, ბოლო სერია კი 2021 წლის 16 სექტემბერს გავიდა ეთერში და ჯამში 153 ეპიზოდი შეადგინა. ტელესერიალი შექმნილი დენ გურისა და მაიკლ შურის მიერ და ჯეკ პერალტას (ენდი სემბერგი), ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტარტამენტის 99-ე უბნის დექტექტივის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც სრულიად განსხვავდება მისი ხელმძღვანელი ოფიცრის, სერიოზული და ნაკლებად ემოციური კაპიტანი ჰოლტისგან (ანდრე ბრაუერი). სამსახიობო დასის სხვა წევრები არიან: სტეფანი ბეატრისი როზა დიასის როლში, ტერი ქრიუისი ტერი ჯეფორდსის როლში, მელისა ფუმერო ემი სანტიაგოს როლში, ჯო ლო ტრულიო ჩარლზ ბოილის როლში, ჩელსი პეტერი ჯინა ლინეტის როლში, დირკ ბლოკერი მაიკლ ჰიჩკოკის და ჯოე მაკინონ მილერი ნორმ სკალის როლში.

ერთკამერიანი კომედიის შექმნისას FOX-მა თავდაპირველად პირველი სეზონის 13 ეპიზოდი შეუკვეთა, თუმცა საბოლოოდ 22 ეპიზოდამდე გაზარდა. ტელესერიალის პრემიერა 2013 წლის 17 სექტემბერს შედგა. 2018 წლის 10 მაისს, ხუთი სეზონის შემდეგ FOX-მა სერიალი გააუქმა. მომდევნო დღეს მეექვსე სეზონი NBC-მ დააანონსა, რომლის პრემიერაც 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა. მეშვიდე სეზონის პრემიერა 2020 წლის თებერვალში შედგა, ხოლო ათეპიზოდიანი მერვე და უკანასკნელი სეზონის პრემიერა 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Baysinger, Tim. (2021-05-14) 'Brooklyn Nine-Nine' Final Season to Air This Summer Following Tokyo Olympics en-US. ციტირების თარიღი: 2021-05-19
  2. Schwartz, Ryan. (May 20, 2021) Brooklyn Nine-Nine's Final Season Sets August Premiere, Will Chronicle 'Very Difficult Year' for Jake and the Squad. TVLine. ციტირების თარიღი: May 20, 2021