ბრონტოთერიუმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრონტოთერიუმები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brontotheriidae

ბრონტოთერიუმები (ლათ. Brontotheriidae), ამომწყდარი ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. ცხოვრობდნენ პალეოგენში, გარეგნულად მარტორქას ჰგავდნენ. სიდიდით ცხენისა და საშუალო ზომის სპოლისოდენა იყვნენ (სიმაღლე მინდაოში 2,5 მ). ჰქონდათ მოკლე მასიური კიდურები, წინა ფეხებზე 4, უკანაზე - 3 თითი. უძველეს ბრონტოთერიუმებს რქები არ ჰქონდათ; უფრო გვიანი პერიოდისათვის კი ქალას წინა ნაწილში განუვითარდათ წყვილი რქისმაგვარი გამონაზარდი. ბრონტოთერიუმები ბინადრობდნენ წყალსატევებთან, იკვებებოდნენ რბილი მცენარეულობით. ბრონტოთერიუმების ნამარხები აღმოჩენილია უმთავრესად ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში, აგრეთვე ევროპაში; შედარებით მალე ამოწყდნენ. მათი ხანმოკლე არსებობის მიზეზად ზოგჯერ მიიჩნევს თავის ტვინის მცირე ზომას და კბილების არასრულყოფილ აგებულებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]