ბრონისლავ ვინოგროდსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრონისლავ ვინოგროდსკი
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1957(1957-04-19) (67 წლის)
დაბ. ადგილი ხურმული
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა sinologist, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ალმა-მატერი შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტი
საიტი bronislav.ru

ბრონისლავ ვინოგროდსკი (რუს. Виногродский Бронислав Брониславович; დ. 19 აპრილი, 1957, ხაბაროვსკის მხარეში, კომსომოლსკის რაიონის სოფელ ხურმულიში) — აღმოსავლეთმცოდნე-სინოლოგი, ჩინური ცივილიზაციის საფუძველმდები ტექსტების - „ჯუან-ძი“-ს, „დაო დე ძინ“-ის, „ცვლილებათა წიგნის“ მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

ცხოვრების გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრონისლავ ვინოგროდსკიმ 1979 წელს დაამთავრა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე აღმოსავლური ფაკულტეტი, რომელიც აღმოსავლური უნივერსიტეტის დაარსებამდე ცალკე ინსტიტუტს წარმოადგენდა და ერქვა ვლადივოსტოკის აღმოსავლური ინსტიტუტი.

ფართო საზოგადოებრიობაში ბრონისლავ ვინოგროდსკის სახელი ცნობილი გახდა სამწერლო და მთარგმნელობითი საქმიანობით. მის კალამს ეკუთვნის 40-ზე მეტი ძველი ჩინური ტექსტის თარგმანი: «ცვლილებათა წიგნი», «დაოდეძინი», «ჭუან-წი», კონფუცის «ლუნ იუი», «ყვითელი იმპერატორის ტრაქტატი შინაგანზე», აგრეთვე ტექსტები წინასწარმეტყველების, კალენდრის, ფენშუის, სამხედრო ხელოვნების, მართვის ხელოვნების, გაჯანსაღების დაოსური ტექნიკების შესახებ.

ფლობს 9 ენას, რომელთა შორისაა ძველი ჩინური ენა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «დაოსური ფილოსოფიის ანთოლოგია. სტატიების რჩეული» (გამომც. «ტოვარიშჩესტვო „კლიშნიკოვ-კომაროვ ი კ“», 1994)
  • «ი ძინ — ჭოუ ი. ცვლილებათა სისტემა — ციკლური ცვლილებები» (გამომც. «სევერნი კოვშ», 1999)
  • უკვდავების დაოსური ალქიმია. ველური ქლიავ მეი-ჰუას გარდასახვათა რიცხვები» (გამომც. «სოფია», 2003)
  • «ჩენ სინსიუანი. მედიცინის გადმოცემა (გამომც. «პროფიტ სტაილ», 2002)
  • «ცვლილებების წიგნი დაოსური მკითხაობები» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს, 2004)
  • «ლიუ იმინ. დაოსური ალქიმია „ცვლილებებათა“. ი-წინ» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს, 2005)
  • «ცვლილებათა წიგნი. ვენ-ვანის გაკვეთილები» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს, 2006)
  • «ფენშუი ცხრა წლის დროის ციკლები» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს, 2006)
  • «პროგნოზის ტექნიკის ტრადიციული ჩინური კალენდარი. ცი მენ დუნ წია» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს, 2006)
  • «ყვითელი იმპერატორის შინაგანზე. ნაწილი I» (გამომც. «პროფიტ სტაილ», 2006)
  • «ყვითელი იმპერატორის შინაგანზე. ნაწილი II. სულის ღერძი» (გამომც. «პროფიტ სტაილ», 2007)
  • «ჭენ წიუ და ჩენ» (გამომც. «პროფიტ სტაილი», 2007)
  • «ცვლილებათა წიგნი. გადაწყვეტილებათა მირების ტექნოლოგია» (გამომც. «პროფიტ სტაილ», 2008)
  • «ტრადიციული ჩინური კალენდარი» (2005, 2006, 2007, 2009 წწ.)

სასაჩუქრე გამოცემები, ძველი ჩინური ტექსტების თარგმანებზე დაყრდნობით

  • «მართველის გზა. მომავლის ისტორია» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს», 2005, თანაავტორობაში ბ. კუზიკთან ერთად)
  • «ჰარმონიის კანონი მმართველის გზაზე» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს», 2005, თანაავტორობაში ბ. კუზიკთან ერთად)
  • «ჩინური სიბრძნეები მმართველის გზაზე» (გამომც. ჟიგულსკოგო, 2008)
  • «ჩინური სიბრძნეები» (გამომც. ჟიგულსკოგო, 2008)
  • «სამყაროს მართვის ხელოვნება» (გამომც. «ექსმო», 2014)

ლიტერატურული თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომანი «აღმოსვალეთით დასავლეთისაკენ», (გამომც. «სოფია» 2002)
  • «სინოლოგ ვინიგრეცკის დიადი წიგნი» (გამომც. ჟიგულსკოგო, 2008)

ლექსების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «ამოისუნთქა, შედგა, გაიარა» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს», 2002)
  • «ეძღვნება ყველას» (გამომც. «სოფია», 2003)
  • «ი ძინ. პოეტური გამომცემლობა» (გამომც. «გერმიტაჟ-პრესს», 2004)
  • «დაო დე ძინი. პოეტური მატრიცა» (გამომც. «სოფია», 2003)

სასწავლო სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «ჩინური ტრადიციის მენეჯმენტის» (გამომც. «ეკონომისტ», 2007, თანაავტორობაში ვ. სიზოვთან ერთად)

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო გამოსვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]