ბრომელიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრომელიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ბრომელიასებრნი
ლათინური სახელი
Bromeliaceae

ბრომელიასებრნი ან ანანასისებრნი (ლათ. Bromeliaceae) — ერთლებნიან, უფრო ხშირად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი.

ცნობილია 50 გვარის 2000-მდე სახეობა, რომლებიც ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელშია გავრცელებული. ძირითადად ეპიფიტებია. უმრავლესობას აქვს დამოკლებული ღეროები. გრძელი, კიდეეკლიანი ჭრელი ფოთლები როზეტებად აქვთ შეკრებილი და ქმნიან ძაბრებს, სადაც გროვდება წყალი და ორგანული ნარჩენები, აგრეთვე ფლორის და ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლები.

ფოთლების ფუძეები აქედან იწოვენ წყალსა და საკვებ ნივთიერებებს. წყლის შესაწოვად ზოგიერთ მცენარეს სპეციალური ბეწვები უვითარდება. ყვავილედი თავთავი, მტევანი ან საგველაა. ნაყოფი — კოლოფი ან კენკრა. ბრომელიასებრნს განეკუთვნება ანანასი, ლუიზიანური ხავსი, აგრეთვე დეკორატიული ბილბერგია და ნიდულარიუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]