ბრნო-ვენკოვის რაიონი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
| ადმინისტრაციული ერთეული | ||
|---|---|---|
|
ბრნო-ვენკოვის რაიონი ჩეხ. Okres Brno-venkov | ||
|
| ||
| ქვეყანა |
| |
| რეგიონი | სამხრეთ მორავიის მხარე | |
| ადმ. ცენტრი | ბრნო | |
| შიდა დაყოფა | Q10380061?, Q12425463?, Pohořelice (administrative district), Q11775074?, Q12425479?, Q13403177? და Q12042035? | |
| კოორდინატები | 49°11′28″ ჩ. გ. 16°36′42″ ა. გ. / 49.19111° ჩ. გ. 16.61167° ა. გ. | |
| ფართობი | 1499 კმ² | |
| მოსახლეობა | 234 615[1] კაცი (2025) | |
| სიმჭიდროვე | 156,5 კაცი/კმ² | |
| საავტომობილო კოდი | BO[2] და BI[2] | |
|
| ||
ბრნო-ვენკოვის რაიონი (ჩეხ. Okres Brno-venkov) — რაიონი სამხრეთ მორავიის მხარეში, ჩეხეთში. რაიონის დედაქალაქია ქალაქი ბრნო. ბრნო-ვენკოვის რაიონში ჯამში 14 ქალაქი, 10 სავაჭრო ქალაქი და 187 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტების რაოდენობით ის პირველ ადგილზეა ჩეხეთის რაიონებს შორის.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრნო-ვენკოვის რაიონი ქალაქ ბრნოს თითქმის ყველა მხრიდან აკრავს გარს და ამიტომ მას რუკაზე არასტანდარტული ფორმა აქვს. რაიონის ტერიტორია ჩრდილოეთ ნაწილში ბორცვიანი და ტყიანია, ხოლო სამხრეთ ნაწილში ვაკე რელიეფია ტყეებით დაფარული. ტერიტორია ექვს გეომორფოლოგიურ მეზორეგიონად არის დაყოფილი, ესენია: ზემო სვრატკას მთიანეთი (ჩრდილოეთით), კრჟიჟანოვის მთიანეთი (დასავლეთით), დიე-სვრატკას ხეობა (სამხრეთით), ბობრავას მთიანეთი (სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით), ბოსკოვიცეს ღრმული (ბობრავას მთიანეთის გასწვრივ) და დრაჰანის მთიანეთი (აღმოსავლეთით). რაიონის უმაღლესი წერტილია სიკორჟის ბორცვი, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 705 მეტრია. ყველაზე დაბალი წერტილია ნოვე-მლინის წყალსაცავი, რომელიც ზღვის დონიდან 169 მეტრზე მდებარეობს. რაიონის ტერიტორიის 31,6% ტყეებითაა დაფარული.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ 2.0 2.1 Kódování okresů pro SPZ (1960 – 2002)
- ↑ Czech Statistical Office – Land Areas (ZPR15). ციტატა: „474.8 out of 1,499.0 (31.687791860573716%)“ ციტირების თარიღი: 2025-10-06