ბრიტანული ინსტიტუტი ანკარაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრიტანული ინსტიტუტი ანკარაში (ინგლ. British Institute at Ankara, BIAA), აქამდე ცნობილი როგორც ბრიტანული არქეოლოგიის ინსტიტუტი ანკარაში (ინგლ. British Institute of Archaeology at Ankara) — კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს, ხელს უწყობს და აქვეყნებს კვლევებს თურქეთისა და შავი ზღვის რეგიონის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე.[1] ინსტიტუტი დაარსდა 1947 წელს და ლეგალურად აღირიცხება 1956 წლიდან, მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელი მოეწერა კულტურულ შეთანხმებას. ინსტიტუტი გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია[2] და ბრიტანული აკადემიის საზღვარგარეთული ინსტიტუტების ნაწილია. ინსტიტუტის ოფისი მდებარეობს ანკარაში, სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა, კვლევითი ობიექტები და საცხოვრებელი მოწვეული მკლევარებისთვის. მას ასევე აქვს ლონდონის ოფისი.

ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია არქეოლოგი ლუთგარდ ვანდეპუტი.

არქეოლოგიისა და თურქეთის ისტორიის კვლევითი მონოგრაფიების გამოქვეყნების დაფინანსების გარდა, ინსტიტუტი რეგულარულად გამოსცემს ჟურნალებს: Anatolian Studies და Heritage Turkey.

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამეფოს ყველა მკვლევარს, ვისაც თურქეთში არქეოლოგიური კვლევის ჩატარება სურს, ნებართვის მისაღებად განაცხადი ბრიტანული ინსტიტუტის მეშვეობით უნდა წარადგინოს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About the BIAA. BIAA (1947-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2016-11-24.
  2. Charity overview. Charity Commission. ციტირების თარიღი: 2016-11-24.
  3. Roger Mathews, ed., Ancient Anatolia, Fifty Years Work By the British Institute of Archeology at Ankara, 1998.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]