ბრიტანი მერფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიტანი მერფი

მერფი 2006 წელს
მშობლიური სახელი Brittany Murphy
დაბადების სახელი ბრიტანი ენ ბერტოლოტი[1]
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1977
ატლანტა, ჯორჯია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 2009 (32 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზი
34°08′39″N 118°19′11″W / 34.14414° ჩ. გ. 118.31979° დ. გ. / 34.14414; -118.31979
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 1991–2009
მეუღლე(ები) საიმონ მონჯეკი (იქ. 2007)

ბრიტანი ენ მერფი-მონჯეკი[2] (ინგლ. Brittany Anne Murphy-Monjack; დაბადების სახელი ბრიტანი ენ ბერტოლოტი (ინგლ. Brittany Anne Bertolotti; დ. 10 ნოემბერი, 1977, ატლანტა — გ. 20 დეკემბერი, 2009, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.

ბრიტანი მერფი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში,[3] შერონ კეთლინ მერფისა[2] და ანჯელო ჯოსეფ ბერტოლოტის ოჯახში.[4] მერფის დედ-მამა ერთამანეთს გაშორდნენ როდესაც იგი 6 წლის იყო. ბავშვი დედასთან ერთად ედისონში, ნიუ-ჯერსის შტატში იზრდებოდა. 1991 წელს მერფი სამსახიობო კარიერის დასაწყებად ლოს-ანჯელესში გადავიდა.[5][6] მან სახელი გაითქვა ტეი ფრეიზერის როლით ფილმში „სულელი“ (1995), ამას მოჰყვა მეორეხარისხოვანი როლები დამოუკიდებელ ფილმებში: „გზატკეცილი“ (1996) და „ნარკოტიკების ტალღებში“ (1998). მერფის დებიუტი ბროდვეიზე შედგა 1997 წელს, ართურ მილერის სპექტაკლში „ხედი ხიდიდან“.[7] მისი სხვა ცნობილი ადრეული ფილმებია: გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს (1997) და „მომაკვდინებელი ლამაზმანები“ (1999).

2001 წელს მერფიმ მაიკლ დუგლასთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „არაფერი თქვა“. კიდევ უფრო მეტი აღიარება ჰპოვა ემინემთან განხორციელებული როლისთვის ფილმში „მერვე მილი“ (2002).[8] მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „ძლიერი ქალი“ (2001), „უმაღლესი პილოტაჟი“ (2002), „ქალაქელი გოგონები“ (2003), „ცოდვათა ქალაქი“ (2005) და „მოკურცხლე“ (2006). მან აგრეთვე გაახმოვანა ლუენ პლეტერი ანიმაციურ ტელესერიალში „მთის მეფე“ (1997–2009). უკანასკნელი ფილმი მერფის მონაწილეობით გამოვიდა 2014 წლის აპრილში სახელწოდებით „ყურადღებას ნუ მიაქცევ“ (2014). მიღებული აქვს სატელიტის, ახალგაზრდა მსახიობის, Spike Video Game Awards-ისა და Teen Choice Awards-ის ნომინაციები.

2007 წელს დაქორწინდა ბრიტანელ სცენარისტზე საიმონ მონჯეკზე.[9] ბრიტანი მერფი გარდაიცვალა 2009 წლის 20 დეკემბერს, 32 წლის ასაკში პნევმონიით.[10] დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზის სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესში.[11] ამ მოვლენიდან ხუთი თვის შემდეგ იმავე ვითარებაში გარდაიცვალა მსახიობის მეუღლე საიმონ მონჯეკი.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Actress Brittany Murphy dead at 32“. CNN. 20 დეკემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Brittany Murphy Death Certificate (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2010.
  3. Wheaton, Sarah (21 დეკემბერი, 2009). „Brittany Murphy, Actress in 'Clueless,' Dies at 32“. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Salamone, Gina (21 დეკემბერი, 2009). „Brittany Murphy's father Angelo Bertolotti 'mystified' over actress' tragic death“. Daily News. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-03. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Rochlin, Margy (30 სექტემბერი, 2001). „Film; A Young Trouper Who Plays Crazy as Well as Sexy“. The New York Times. p. 2. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Actress Brittany Murphy dies in LA at age 32“. Huntington, West Virginia: The Herald-Dispatch. Associated Press. 20 დეკემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Brittany Murphy Theatre Credits. BroadwayWorld.com. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.
  8. Travers, Peter. (8 ნოემბერი, 2002) 8 Mile: Movie Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-29. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.
  9. Fleeman, Mike. (5 აგვისტო, 2007) Brittany Murphy Marries Writer-Director. People.
  10. „Cold medicines contributed to Brittany Murphy's death, coroner says“. CNN. 25 თებერვალი, 2010. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. Dillon, Nancy (24 დეკემბერი, 2009). „Brittany Murphy's family, friends gather for somber Christmas Eve funeral“. Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-29. ციტირების თარიღი: 2019-08-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. „Coroner finds Simon Monjack's death was similar to Brittany Murphy's“. CNN. 21 ივლისი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)