ბრიტანეთის საადმირალო
იერსახე
ბრიტანეთის საადმირალო — დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო უწყება; აგრეთვე — შენობების კომპლექსი უაიტჰოლზე, ლონდონში, სადაც ტრადიციულად მდებარეობს ბრიტანეთის საადმირალო.
თანამედროვე სტრუქტურა[1]
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საადმირალო (1964 წლიდან) არ არის დამოუკიდებელი უწყება. თანამედროვე საადმირალო კომიტეტი შედის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის საბჭოს შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც არის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი (ინგლ. Secretary of State for Defence) — თავდაცვის სამინისტროს თავკაცი (ინგლ. MoD). მასში შედიან, როგორც მოქალაქე პირები — მინისტრები, რომლებიც ამავდროულად სხვა ტიპის შეიარაღებული ძალების კომიტეტებშიც არიან გაწევრიანებულები, ასევე პროფესიონალი სამხედროები. ფორმალურად იკრიბებიან წელიწადში ორჯერ.
ყოველდღიურ საქმეებს აგვარებს სამხედრო-საზღვაო კომიტეტი, რომელშიც მინისტრები არ შედიან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Royal Navy Organisation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-14. ციტირების თარიღი: 2013-10-26.