ბრიენცის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიენცის ტბა
Brienzersee westwärts.jpg
კოორდინატები: 46°43′39″ ჩ. გ. 7°58′19″ ა. გ. / 46.72750° ჩ. გ. 7.97194° ა. გ. / 46.72750; 7.97194
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე ზღვის დონიდან 564 
სიგრძე 14 კმ
სიგანე 2,8 კმ
ფართობი 29,8 კმ²
მოცულობა 5.17 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 260 
საშუალო სიღრმე 173 

ბრიენცის ტბა მდებარეობა შვეიცარია

Blue pog.svg

ბრიენცის ტბა (გერმ. Brienzersee) — ტბა შვეიცარიაში, ბერნის ალპებში, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე. სიგრძე 14 კმ, სიგანე 2,8 კმ, ფართობი 29,8 კმ², მაქსიმალური სიღრმე 260 მ. ტბაში გადის მდინარე აარე, რომელიც მას თუნის ტბასთან აკავშირებს. ერთვის აგრეთვე რამდენიმე მცირე შენაკადი. მოქცეულია საკმაოდ ღრმა ქვაბულში ბრიენცსა (აღმოსავლეთით) და ბენიგენს (დასავლეთით) შორის. ჩრდილოეთ მხარეს აღმართულია ალპის მთების განშტოება, რომლის სიმაღლე 2000 მეტრამდე აღწევს.

სამხრეთ სანაპიროსთან ჩანჩქერია, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროზე რამდენიმე დასახლებული პუნქტია, მათ შორის ინტერლაკენი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტბაა. მიმდინარეობს თევზჭერა. მოიპოვება ქორჭილა. სანაოსნოა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]