ბრენტ ჰაფი
| ბრენტ ჰაფი | |
|---|---|
|
ბრენტ ჰაფი ფილმ „Chasing Beauty“ ლოს-ანჯელესის პრემიერაზე. | |
| დაბადების თარიღი |
11 მარტი, 1961 (65 წლის) სპრინგფილდი, მისურის შტატი, ა.შ.შ |
| აქტიური | 1976-დღემდე |
| პარტნიორ(ებ)ი | შონ ჰაფი |
ბრენტ ჰაფი (დ. 11 მარტი, 1961, სპრინგფილდი, მისურის შტატი[1]) — ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი.[2] ჰაფი ყველაზე მეტად ცნობილია ქუიგლი სმიტის პერიოდული როლით ABC-ის დრამატულ სერიალებში „The rookie“ და „The rookie: Feds“
ჰაფი არის ავტორი და რეჟისორი მრავალი ჯილდოს მფლობელი მხატვრული და დოკუმენტური ფილმისა, მათ შორის: „The Jackie Stiles Story“ , „It's a Rockabilly World“, „Cat City“, „Chasing Beauty“ , „Welcome to Paradise”, „A Genie's Tail“ და „100 Mile Rule“.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაფი სპრინგფილდში, მისურის შტატში გაიზარდა და კიკაპუს საშუალო სკოლაში სწავლობდა. ჰაფიც და ბრედ პიტიც კიკაპუს თეატრალური დიდების დარბაზის წევრები არიან.
ჰაფი მისურის უნივერსიტეტში თეატრალურ ფაკულტეტზე სწავლობდა.[4]
1980-იან წლებში ჰაფი ერთ-ერთ წამყვან მამაკაც მოდელად ითვლებოდა. მას წარმოადგენდნენ სააგენტოები: Ford Models-ი ნიუ-იორკში და Fashion Models-ი მილანში. ჰაფი თანამშრომლობდა ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა: ჯანი ვერსაჩე, ჯორჯო არმანი, ვალენტინო და კელვინ კლაინი.
1980-იანი წლების B-კატეგორიის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების „ოქროს ხანაში“, ჰაფი საკულტო ფავორიტი იყო. ის გადაღებებში მონაწილეობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, არგენტინა, რუსეთი, სერბეთი და რუმინეთი.[5]
ჰაფი სამსახიობო ოსტატობას სწავლობდა როგორც ნიუ-იორკში, ისე ლოს-ანჯელესში. მას გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. 2018 წელს ჰაფი ძირითადად რეჟისორობაზე იყო ფოკუსირებული, როდესაც მან პერიოდული როლი მიიღო Showtime-ის პოპულარულ სერიალში „Shameless“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brent Huff. Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: January 24, 2025
- ↑ Lights, Camera & Action – A Brent Huff Story. èlite Magazine – Interactive Media of Santa Clarita. ციტირების თარიღი: August 15, 2018
- ↑ Brent Huff en. ციტირების თარიღი: 2023-06-02
- ↑ Stories, Local. (2022-04-22) Conversations with Brent Huff - Voyage LA Magazine | LA City Guide en-US. ციტირების თარიღი: 2023-06-02
- ↑ Brent Huff: I was jumping out of helicopters, throwing grenades and shooting M-60′s en-US (2010-09-09). ციტირების თარიღი: 2023-06-05