ბრეიგელი (ინსტიტუტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრეიგელი
შეიქმნა 2004
ტიპი არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია, ანალიტიკური ინსტიტუტი
შტაბ-ბინა ბრიუსელი, ბელგია
ენა ინგლისური
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჟან-კლოდ ტრიშე
საპატიო პრეზიდენტი მარიო მონტი
ქვეყანა ბელგია
თავმჯდომარე Jean-Claude Trichet[1] , Erkki Liikanen[2] , მარიო მონტი და Leszek Balcerowicz
http://bruegel.org/

ბრეიგელი (BRUEGEL - ნაწარმოები Brussels European and Global Economic Laboratory-დან) — ევროპული კვლევითი ორგანიზაცია, ანალიტიკური ინსტიტუტი. კვლევის ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ეკონომიკაა. დაარსდა 2004 წელს, ბრიუსელში, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის სახით.

კვლევის ძირითად მიმართულებებს კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო, რომელშიც 8 დამოუკიდებელი მეცნიერია გაერთიანებული. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ევროკავშირის მაკროეკონომიკა, ფინანსური ბაზრების რეგულირების საკითხები, ინოვაციები (კონკურენციის განვითარება საბაზრო ურთიერთობების პირობებში).

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ანალიტიკური ინსტიტუტის მოღვაწეობა თავის მხრივ უნიკალურია. მასში გაერთიანებულები არიან როგორც სახელმწიფოები, ასევე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები.

2015 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრები არიან:[3]

1. სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი.

2. კომპანიები: BBVA, BLACKROCK, Deutsche Bank, T-Mobile , eBay, eDF, Enel, EURONEXT, GENERALI, Goldman Sachs, Google, HSBC, Huawei, IBERDROLA, ING, MECM Ltd, MetLife, Microsoft, Moody's, Morgan Stanley, NOVARTIS, Pfizer, Prudential, Qualcomm, Schroders, Shell Oil Company, Société Générale, Standard & Poor's, Standard Chartered, Telefónica, Toyota, Tudor Funds, UniCredit.

3. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]