შინაარსზე გადასვლა

ბრაქტეატი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაქტეატი კუნძულ ფიუნიდან წარწერით ალუ.

ბრაქტეატი (ლათ. bractea — თუნუქი) — ოქროს ან ვერცხლის ბრტყელი, თხელი, მხოლოდ ცალ მხარეს მოჭრილი მონეტა.

შუა საუკუნეების ბრაქტეატები გაჩნდა დაახლოებით XII საუკუნის შუა წლებში და იჭრებოდა XV საუკუნის შუა პერიოდამდე. ეს მონეტები მალევე შეავიწროვა დინარმა.[1] სახელწოდება ბრაქტეატი ამ მონეტებმა მიიღეს მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოს ნუმიზმატიკაში. XII-XIV საუკუნეების ლიტერატურაში ეს მონეტები იწოდებოდნენ „დინარად“, „ნუმიად“ ან „პფენიგად“.[2]

ამ ტერმინის სხვა მნიშვნელობა უკავშირდება ბრტყელ და თხელ ოქროს მონეტებს, რომლებიც ხალხთა დიდი გადასახლების დროს გამოიშვა. როგორც წესი, მათ ჰქონდათ მარყუჟი და გამოიყენებოდა კისრის ამულეტის სახით.

  1. ძველრომაული ვერცხლის მონეტა
  2. Словарь нумизмата: Пер. с нем. /Х.Фенглер, Г.Гироу, В.Унгер/ 2-е изд., перераб. и доп. — М.: Радио и связь, 1993