ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაუნშვაიგ-ვოლფენბუტელი)
ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის სამთავრო. 1789 წელი

ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Braunschweig-Wolfenbüttel) — გერმანული სამთავრო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის საჰერცოგოს შემადგენლობაში, რომლის ისტორიაც წარმოადგენს მრავალჯერადი დაშლისა და შეერთების მონაცვლეობას. 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაშლამდე ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელს ველფების დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ. 1814 წელს ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის სამთავროს სახელმწიფოებრივი მემკვიდრე გახდა ბრაუნშვაიგის საჰერცოგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]