შინაარსზე გადასვლა

ბრატსკის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრატსკის წყალსაცავი
რუს. Братское водохранилище

ბრატსკის წყალსაცავი
კოორდინატები: 56°15′ ჩ. გ. 101°45′ ა. გ. / 56.250° ჩ. გ. 101.750° ა. გ. / 56.250; 101.750
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ირკუტსკის ოლქი
ზღვის დონიდან 394,65-401,73
სიგრძე 570 კმ
სიგანე 25 კმ
ფართობი 5426-5470 კმ²
მოცულობა 169 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 6000 კმ
უდიდესი სიღრმე 150
საშუალო სიღრმე 31
მდინარე ანგარა
შევსების წელი 1961
ბრატსკის წყალსაცავი — რუსეთი
ბრატსკის წყალსაცავი

ბრატსკის წყალსაცავი (რუს. Братское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ანგარაზე, რუსეთის ირკუტსკის ოლქში. შექმნილია ბრატსკის ჰესის კაშხალით. ავსება დაიწყო 1961 წელს, საპროექტო ნიშნულს მიაღწია 1967 წელს. ზედაპირის ფართობი 5426-5470 კმ², წყლის მოცულობა 169 კმ³. ბრატსკის წყალსაცავის სიგრძეა 570 კმ, სიგანე 25 კმ-მდე. საშუალო სიღრმე 31 მ, მაქსიმალური სიღრმე 150 მ. შედგება ორი ძირითადი ლუბრმისაგან, რომლებიც მდინარე ანგარის (547 კმ) და მდინარე ოკის (370 კმ) გაყოლებით მდებარეობს. მრავალი შენაკადის შესართავი გადაიქცა 15 კმ-მდე სიგრძის ყურედ. ბრატსკის წყალსაცავი მრავალწლიური ჩამონადენის მარეგულირებელია. ძირითადი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა იყენებენ სანაოსნოდ, წყლის მომარაგების მიზნით, თევზ მეურნეობისათვის. წყალსაცავის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბრატსკი, სვირსკი, უსოლიესიბირსკოე.

  • Братское водохранилище. Инженерная геология территории, М., 1963.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]