ბრანკო მილკოვიჩი
| ბრანკო მილკოვიჩი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1934[1] |
| დაბადების ადგილი | ნიში |
| გარდაცვალების თარიღი | 12 თებერვალი, 1961[1] (27 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ზაგრები |
| დასაფლავებულია | ბელგრადის ახალი სასაფლაო |
| საქმიანობა | პოეტი, ესეისტი და მთარგმნელი |
| ენა | სერბული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი |
ბრანკო მილკოვიჩი (სერბ. Бранко Миљковић, დ. 29 იანვარი, 1934, ნიში — გ. 12 თებერვალი, 1961, ზაგრები) — სერბი პოეტი, ნეოსიმბოლისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის მისია იყო სიმბოლიზმის სიურრეალიზმთან დაკავშირება.[2] ასევე დაკავებული იყო ესეების წერით და თარგმანებით.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრანკო მილკოვიჩი დაიბადა ნიშში, ხოლო 1953 წელს ბელგრადში გადასახლდა. ბელგრადის უნივერსიტეტში შეისწავლა ფილოსოფია (1953-1957). იგი დადიოდა რედაქციებში , რათა თავისი ნაწარმოებები გამოექვეყნებინა (1956).[3] ჯერ კიდევ სტუდენტობისას (1956) ნეოსიმბოლისტთა ჯგუფს შეუერთდა.[4] 1957 წელს გამოქვეყნდა მილკოვიჩის პირველი ლექსების კრებული „ფუჭი გამოღვიძება“.[5]
ბრანკო ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. რეჟიმთან კონფლიქტებში იყო გახვეული. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მან ხუთი ლექსების წიგნი გამოაქვეყნა, წერდა კრიტიკულ წერილებსა და ესეებს, თარგმნიდა ფრანგულიდან, რუსულიდან და სლოვენურიდან.[5]
27 წლის ასაკში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში – ხეზე ჩამოხრჩობილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ეს თვითმკვლელობა იყო.[2]
შემოქმედების თავისებურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილკოვიჩის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს სიმბოლისტმა პოეტებმა მალარმემ და ვალერიმ. ასევე, მის პოეზიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს მოძღვრებამ.[3]
მილკოვიჩი თავის სტილში ცდილობდა თანამედროვე მეთოდებისა და კლასიკური ფორმების შერწყმას. მაგალითად, მან აღადგინა სონეტის ფორმა.[3] მისი ლექსები – ესაა ბრძოლა სრულყოფილებისთვის და დილემა: პოეტი სიტყვების ოსტატია თუ სიტყვები მართავენ მას?.[2] მილკოვიჩი მიიჩნევდა, რომ ახალი მხატვრული იდეები კლასიკურ ფორმებში უნდა გამოისახოს .[5] თუმცა, პოეტი ალექსანდრე ულანოვი, კრიტიკულად განიხილავდა მილკოვიჩის ადრეულ სონეტების კრებულს და მის კლიშირებულ ემოციურობას, და ამტკიცებდა, რომ თავისუფალი ლექსის გავლენამ პოეტისთვის განმათავისუფლებელი როლი ითამაშა.[6]
კრებულში „სიკვდილით სიკვდილის წინააღმდეგ“ მილკოვიჩმა საცდელად მიმართა მოქალაქეობრივი ლირიკის ჟანრს. ჯარისკაცის თავგანწირვას სხვებისთვის გალობისას, იგი აღიარებს, რომ არარსებობისგან სივრცის დაპყრობა შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვის, არამედ „სიკვდილით სიკვდილის დამარცხების“ გზით. მილკოვიჩი ტრადიციულ სუბიექტურ ლირიკას უგულებელყოფდა. მას თითქმის არ აქვს სიყვარულზე ლექსები. მისთვის პოეზია არა გულის, არამედ „გონების პათოსის“ ნაყოფია.
სიურეალისტების მსგავსად, მილკოვიჩი მიმართავს „არსებობის მეორე მხარეს“ — ღამესა და სიცარიელეს, სადაც ის ცდილობს „ინტეგრალური არსებობის“ აზრის მოძიებას. თუმცა, ავტომატური წერა მისთვის უცხოა: იგი შემოქმედებით პროცესს სრული ცნობიერებით უერთდება.
კრებულში „ცეცხლი და არაფერი“ გამოხატულია სურვილი, მატერიალურ რეალობაში არსებული სიმბოლოების მეშვეობით აზრის ნაპერწკლები დაინახოს. მილკოვიჩის „ზეპიროვანი“ პოეზია მიზნად ისახავს ფილოსოფიური კატეგორიების „გაცოცხლებას“. მრავალი ლექსი მიუძღვნა ცეცხლს (რომელიც ჰერაკლიტესთვის პირვანდელი ელემენტი იყო).
თავის ლექსებში იგი ცდილობს გამოხატოს „პირვანდელი საწყისი“, შემაძრწუნებელი „სიცარიელე“ და „სიჩუმე“, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ჯერ კიდევ განუყოფელია.[5][7]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წლიდან არსებობს ბრანკო მილკოვიჩის სახელობის პოეზიის პრემია.[8]
მილკოვიჩს მიეძღვნა ფილმები:
- „ცეცხლი და არაფერი“ (1995), რეჟისორი მარისლავ რადისლავლევიჩი.[9]
- „პოეზიის პრინცი – ბრანკო მილკოვიჩი“, რეჟისორი მიომირ სტამენკოვიჩი.[10]
პოეტური კრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ფუჭი გამოღვიძება“ (1957)
- „სიკვდილით სიკვდილის წინააღმდეგ“ (1959, ბლაჟე შეპანოვიჩთან ერთად)
- „იმედის წარმოშობა“ (1960)
- „ცეცხლი და არაფერი“ (1960)
- „Kрв која светли“ („ნათელი სისხლი“) (1961, სერბულად)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- С. А. Небольсин, Й. Я. Станишич. Сербские поэты XX века: Комментированная антология დაარქივებული 05-12-2014 საიტზე Wayback Machine.
- Сайт «Международное радио Сербии» о Бранко Мильковиче
- Страница, посвящённая Бранко Мильковичу, на сайте о сербско-хорватской поэзии.(ინგლისური) დაარქივებული 2017-01-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Discogs — 2000.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Branko Miljković - Serbo-Croatian Poetry Translation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-10. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Культурная панорама | МЕЖДУНАРОДНОЕ РАДИО СЕРБИИ. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ Živ je otišao među žive : Kultura : POLITIKA. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 12 Издание осуществлено при финансовой поддержке Российского гуманитарного научного фонда (РГНФ) Проект 11-04-16086д Перевод с сербского Редактор-составитель А. Б. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05-12-2014. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ Журнальный зал | Дружба Народов, 2005 N8 | Александр УЛАНОВ. Зеркало огня. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-05. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ 13 Издание осуществлено при финансовой поддержке Российского гуманитарного научного фонда (РГНФ) Проект 11-04-16086д Перевод с сербского Редактор-составитель А. Б. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05-12-2014. ციტირების თარიღი: 2014-11-28
- ↑ Награда Бранко Миљковић — Википедија
- ↑ Министарство одбране Републике Србије - Филмско вече посвећено Бранку Миљковићу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-05. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2014-11-28