ბრამბა (აჟარის თემი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ბრამბა | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| თემი | აჟარა |
| კოორდინატები | 43°06′18″ ჩ. გ. 41°43′15″ ა. გ. / 43.10500° ჩ. გ. 41.72083° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
| მოსახლეობა | 46 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 91 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ბრამბა[1] (მრამბა) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში. აჟარის ადმინისტრაციული ერთეული.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მრამბა აფხაზური წარმომავლობისაა და „მზის უნახავს“ ნიშნავს.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრამბა მდებარეობს მდინარეე კოდორის მარცხენა და მრამბის (კოდორის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს მათ შესართავთან. ზღვის დონიდან 580 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 76 კილომეტრით. 1949 წელს აჟარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.[5]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 46 ადამიანი.[6]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1959[7][8] | 82 | --- | --- |
| 1989[9] | 35 | --- | --- |
| 2002[6] | 46 | 23 | 23 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 166.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
- ↑ 6.0 6.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
| ||||||