შინაარსზე გადასვლა

ბრალდების მოწმე (1957 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბრალდების მოწმე“
რეჟისორი ბილი უაილდერი
პროდიუსერი ართურ ჰორნბლოუ
როლებში ჩარლზ ლოტონი
ტაირონ პაუერი
მარლენ დიტრიხი
კომპოზიტორი მეტი მალნეკი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 1957
ხანგრძლივობა 116 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $2,000,000

„ბრალდების მოწმე“(ინგლ. Witness for the Prosecution) — ბილი უაილდერის 1957 წლის დეტექტიური ჟანრის ფილმი. ფილმი გადაღებულია აგათა კრისტის იმავე დასახელების პიესის მიხედვით (რომელიც მისივე იგივე დასახელების მოთხრობის მიხედვითაა დაწერილი).

წარმატებულ ადვოკატს, სერ რობერტს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ექიმები უკრძალავენ საგამოძიებო საქმეების წარმოებას და მომვლელს დაუნიშნავენ. ადვოკატთან მისი კოლეგა მოდის და თავის კლიენტს - ლეონარდს გააცნობს, რომელსაც დახმარება სჭირდება. მას ხანშიშესული, მდიდარი ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ მთავარი სამხილი ამ ქალბატონის ანდერძია, რომლითაც ლეონარდს საკმაოდ სოლიდურ თანხას უტოვებს. თავდაპირველად ადვოკატი უარს ამბობს საქმეზე და ექიმების აკრძალვა მოჰყავს მიზეზად, მაგრამ შემდეგ აზარტმა სძლია და ლეონარდის დაცვას გადაწყვეტს თავის კოლეგასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]