ჯორჯ ჰიუიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი)
ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი
დაიბადა11 ნოემბერი, 1949 (1949-11-11) (74 წლის)
დონკასტერი, სამხრეთ იორკშირი
ეროვნებაბრიტანელი
განათლებაკემბრიჯის უნივერსიტეტი
საქმიანობა მკვლევარი, ქართველოლოგი, აფხაზეთის საპატიო ელჩი დიდ ბრიტანეთში, კავკასიის ენების ემერიტუსის პროფესორი, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი და კავკასიის მკვლევარი
მეუღლე ზაირა კიაზიმოვნა ხიბა
შვილები 2

ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი (ინგლ. Brian George Hewitt; დ. 11 ნოემბერი, 1949 წელი, დონკასტერი, სამხრეთ იორკშირი) — ინგლისელი აკადემიკოსი, ენათმეცნიერი, კავკასიის მკვლევარი, ქართველოლოგი და კავკასიის ენების პროფესორი (SOAS, ლონდონის უნივერსიტეტი).[1][2] 1993 წლიდან არის აფხაზეთის რესპუბლიკის კონსული დიდ ბრიტანეთში.[3][4]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი დაიბადა ინგლისში, დონკასტერში. აქვე მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება.დადიოდა დონკასტერის გრამატიკის სკოლაში (ახლა ჰოლსის ჯვრის აკადემია), რომელიც 1350 წლიდან არსებობს. აქ მან ისწავლა ლათინური, ბერძნული, ძველი ისტორია და სწავლება დაასრულა 1968 წელს.[5]

სწავლა კემბრიჯში და სასწავლო ტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Part of historical Abkhazia in modern international borders of Georgia.svg
აფხაზეთი

საშუალო განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტის სენტ-ჯონის კოლეჯში. კემბრიჯში ყოფნის დროს მან მიიღო (გარდა მისი ჰენრი არტურ თომასის სტიპენდიისა) კოლეჯის სამუგზაურო გრანტი. გარდა ამისა, ბაკალავრიატის დროს მიენიჭა რანოხის სტიპენდია და ამავე წელს მიიღო კოლეჯისგან გრეივის პრიზი. მან წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი და 1972 წელს, მიიღო ბაკალავრის დიპლომი (BA) და აირჩია კლასიკური ტრიპოსის ფილოლოგია (E ჯგუფი). მან სწავლა განაგრძო 19721973 წლებში კემბრიჯის ენათმეცნიერების ფალუკტეტზე. 1976 წელს მან მიიღო მაგისტრის დიპლომი. მოგვიანებით, 1982 წელს, მან მიიღო სადოქტორო ხარისხი, დისერტაციის საფუძველზე, სადაც შედარებული იყო წინადადებებს შორის კავშირების გამოყენება ქართულ და აფხაზურ ენებში.

TrinityCollegeCamGreatCourt.jpg
კემბრიჯის უნივერისტეტი

მან 1973 წელს გადაწყვიტა დაეცვა სადოქტორო ხარისხი, ძველი ბერძნული ენდო-ევროპული ენების შედარებით. კემბრიჯის მაშინდელმა პროფესორმა, სერ ჰაროლდ ბეილმა ურჩია მას აერჩია საკვლევად ლიტვური ან სომხური ენები. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში ჰიუიტი აგროვებდა შესაბამის მონაცემებს ბერძნული და სომხური ენებისთვის, მას უფრო მეტად აინტერესებდა ქართული და კავკასიური ენები. მან დაარწმუნა ბრიტანეთის საბჭო, რომ იგი 19751976 სასწავლო წლისთვის გაეგზავნათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველოს სსრ). საქართველოში მან მალე გაიცნო აფხაზი ასპირანტი ზაირა კიაზიმივნა ხიბა, რომელზეც 1976 წლის 25 ივნისს იქორწინა თბილისში. 19761978 წლებში იგი დარეგისტრირდა დოქტორანტად და მუშაობდა სამეცნიერო ასისტენტად ბერნარდ კომრის ხელმძღვანელობით სსრკ – ს არასლავური ენების პროექტზე, რომელიც დააფინანსა ბრიტანეთის სოციალურ მეცნიერებათა საბჭომ. ჰიუიტმა შეძლო მასალებს შეგროვება კავკასიურ ენებზე და ამით დაიწყო კავკასიოლოგის კარიერა. 1978 წელს მან მიიღო მარჯორი უორდროპის სახელობის სტიპენდია (რომელსაც მართავდა ოქსფორდში დაფუძნებული უორდროპის ფონდის მმართველი საბჭო), განსხვავებების შესასწავლად ქართულ, ძველ ქართულსა და აფხაზურს შორის და ამისათვის ხელახლა დარეგისტრირდა დოქტორანტურაში კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამედროვე და შუასაუკუნეების ენებისა და ენათმეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც საბოლოოდ მან დაიცვა დისერტაცია, რომელსაც ეწოდებოდა ,,კავშირების სინტაქსური შედარებითი-კონტრასტული შესწავლა ქართულ და აფხაზურ ენებში". 1979-1980 სასწავლო წლის განმავლობაში მას მორიგი სასწავლო ვიზიტი ჰქონდა საბჭოთა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მეორე გაცვლითი ვიზიტით, სადაც მან შეაგროვა შემდგომი მასალები აღნიშნულ სადოქტორო ნაშრომში შესატანად, ასევე სხვა მასალები შემდგომი გამოყენებისათვის.

ჰიუიტის როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლამდე იგი აგრძელებდა მოგზაურობას საბჭოთა საქართველოში, დამატებითი მასალების შესაგროვებლად. 1989 წელს მოულოდნელად შეიცვალა მასი ურთიერთობა საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც მეუღლის გაფრთხილების მიუხედავად, მან იმავე წლის მაისში რედაქციაში გაგზავნა მისი ღია წერილი ქართველი ხალხისადმი (ქართულად).[6]

მართალია, ღია წერილი თავიდან თბილისში არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მისი შინაარსი ცნობილი გახდა აფხაზეთში, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის ცენტრში რუსული თარგმანის გამოქვეყნების წყალობით. 16 ივლისს სოხუმში ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი შეტაკების შემდეგ[7], შედგა ჰუიტის შეხვედრა საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთან გივი გუმბარიძესთან ოჩამჩირეში 17 ივლისს, წერილი კი 21 ივლისს გამოქვეყნდა "ლიტერატურულ საქართველოში". მიუხედავად იმისა, რომ "წერილი" შექმნილი იყო იმისთვის, რომ ქართველი მკითხველისთვის განემარტა აფხაზების გარკვეული პრეტენზიები თბილისზე დომინირების წინააღმდეგ და შეეტყობინებინა საშიშროება, რომელიც მას სავარაუდოდ მოჰყვებოდა, ქართველებმა მის ჩარევას "ზურგში დარტყმა" უწოდეს.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Georgian: A Learner's Grammar, Routledge, 1995
  • Georgian: A Structural Reference Grammar of Georgian, Benjamins / SOAS Handbook of Oriental Languages, 1995
  • Central Asian Survey (volume 14.1, 1995; paper on pages 43–189 about the Caucasus)
  • A Georgian Reader, SOAS, 1996

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CURRICULUM VITAE, Official webpage of Brian George Hewitt. [cit. 2021-06-10].
  2. Professor George Hewitt FBA. The British Academy. [cit. 2021-06-10].
  3. Abkhazia in the system of international relations. Ministry of Foreign Affairs of the Republic of Abkhazia. [cit. 2021-06-10].
  4. PENDER, Kieran, AEDY Alice. The accidental ambassador. Smith Journal. 2018. pp. 101-103.
  5. KAPBA, Arifa. Professor Hewitt: how love for mysterious languages brought an Englishman to Abkhazia. World Abaza Congress (Abaza.org). 11. November 2019.
  6. HEWITT, George. A Foreigner’s Observations on the Strained Relations between the Abkhazians and the Georgians (An Open Letter to the Georgian People). May, 1989. PDF.
  7. SONMEZ, Metin. Caucasian Languages Disappear from the Curriculum at London University: Interview with George Hewitt. Abkhaz World. 17 September 2015.
  8. HEWITT, George. Interview with George Hewitt (August 1989). Interview with Hewitt in Abkhazian TV on 11th August 1989, translated from the Georgian language.