ბრაიან ფარგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაიან ფარგო

ბრაინ ფარგო 2011 წლის Game Developers Conference-ზე ჩინეთში.
დაბადების სახელი ფრენკ ბრაიან ფარგო
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1962 (1962-12-15) (61 წლის)
ლონგ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
პროფესია ვიდეო თამაშების ინდუსტრია
საქმიანობა inXile Entertainment-ის აღმას.დირექტორი.
აქტიური 1982-დღემდე
დამსაქმებელი inXile Entertainment
ცნობილი ნაშრომები Fallout
Wasteland

ბრაიან ფარგო (ინგლ. Brian Fargo; დ. 1962 წ.) — ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროდიუსერი და პროგრამისტი, ერთ-ერთი განთქმული ფიგურა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში. იგი არის ავტორი თამაშებისა როგორებიც არის Fallout , Wasteland, Baldur's Gate, The Bard's Tale და სხვა.

დაიბადა 1962 წელს ქალაქ ლონგ-ბიჩში, კალიფორნია.[1] პირველი თამაშების კომპანია დააარსა 18 წლის ასაკში.[2]. 1983 წელს დააარსა კომპანია Interplay Entertainment.[3] 2002 წლამდე იყო გენერალური დირექტორი. მას შემდეგ რაც Interplay Entertainment-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა კომპანია Titus Interactive-მა, ბრაიანმა დატოვა Interplay.

2003 წელს მან დააარსა ახალი კომპანია inXile Entertainment და Electronic Arts-ისგან მოიპოვა Wasteland-ის საავტორო უფლებები.[4] 2004 წელს InXile-მა გამოუშვა თამაში The Bard’s Tale PlayStation 2-სა და Xbox-ისთვის. Microsoft Windows-ის ვერსია გამოვიდა 2005 წლის დასაწყისში.

2012 წლის 13 მარტს ბრაიან ფარგო Wasteland 2-ის შესაქმნელად InXile Entertainment-ის სახელით შეუდგა ფინანსების მოძიებას Kickstarter-ის სერვისის მეშვეობით.[5]. 20012 წლის 17 აპრილის Wasteland 2-ის კიკსტარტერის კამპანია დასასრულს მიუახლოვდა და სრულმა შემოსავალმა $2,933,252 მიაღწია.[6]. თამაში გამოვიდა 2014 წლის 19 სექტემბერს.[7]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი
1981 Demon's Forge დიზაინერი, პროგრამისტი, სცენარისტი
1985 Tales of the Unknown: Volume I - The Bard's Tale სცენარისტი
1986 The Bard's Tale II: The Destiny Knight სცენარისტი
1986 Borrowed Time სცენარისტი
1986 Tass Times in Tonetown რეჟისორი
1988 The Bard's Tale III: Thief of Fate რეჟისორი
1988 Battle Chess პროდიუსერი, რეჟისორი
1988 Wasteland რეჟისორი
1989 Dragon Wars პროდიუსერი
1989 Neuromancer დიზაინერი, რეჟისორი
1990 The Adventures of Rad Gravity დიზაინერი, პროგრამისტი
1990 Total Recall პროგრამისტი
1990 Battle Chess II: Chinese Chess პროდიუსერი
1990 Swords and Serpents პროდიუსერი
1990 J.R.R. Tolkien's The Lord of the Rings, Vol. I აღმასრულებელი პროდიუსერი
1991 J.R.R. Tolkien's The Lord of the Rings, Vol. II: The Two Towers აღმასრულებელი პროდიუსერი
1991 Castles დიზაინერი, პროდიუსერი
1991 Track Meet დიზაინერი, პროდიუსერი
1992 Castles: The Northern Campaign აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 The Bard's Tale Construction Set აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 Battle Chess 4000 აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 Star Trek: 25th Anniversary აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 The Lost Vikings აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 Mario Teaches Typing აღმასრულებელი პროდიუსერი
1992 Castles II: Siege and Conquest აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Clay Fighter აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Claymates აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Rags to Riches: The Financial Market Simulation აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 RoboCop Versus The Terminator აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Rock 'n Roll Racing აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 SimCity Enhanced CD-ROM აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Star Trek: Judgment Rites აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Interplay's 10 Year Anthology აღმასრულებელი პროდიუსერი
1993 Buzz Aldrin's Race into Space აღმასრულებელი პროდიუსერი
1994 ClayFighter 2: Judgment Clay აღმსარულებელი პროდიუსერი
1994 Heart of the Alien აღმასრულებელი პროდიუსერი
1994 Out of This World აღმასრულებელი პროდიუსერი
1995 Mario's Game Gallery აღმასრულებელი პროდიუსერი
1995 Stonekeep აღმასრულებელი პროდიუსერი
1996 Blood & Magic აღმასრულებელი პროდიუსერი
1997 Fallout აღმასრულებელი პროდიუსერი
1997 Star Trek: Starfleet Academy რეჟისორი
1998 Of Light and Darkness: The Prophecy აღმასრულებელი პროდიუსერი
2000 Wild Wild Racing აღმასრულებელი პროდიუსერი
2004 The Bard's Tale დიზაინერი, აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი
2007 Line Rider აღმასრულებელი პროდიუსერი
2011 Hunted: The Demon's Forge აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი
2014 Wasteland 2 რეჟისორი, პროდიუსერი
2016 Torment: Tides of Numenera რეჟისორი, პროდიუსერი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allgame Brian Fargo biography[მკვდარი ბმული]
  2. GameStar: Брайан Фарго. «Я хотел стать профессиональным поедателем шоколадного печенья». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-28. ციტირების თარიღი: 2016-05-08.
  3. დააარსა ბილ ჰეინემნთან, (Bill Heineman), კრის უელსთან (Chris Wells), ტროი უორელთან (Troy Worrell) და ჯეი პეიტელთან ერთად. (Jay Patel) [1] დაარქივებული 2007-11-11 საიტზე Wayback Machine.
  4. The Wasteland Ranger HQ-Grid Front Desk
  5. Wasteland 2
  6. Wasteland 2 Kickstarter Drive ends, $3.04M raised. Wasteland.inxile-entertainment.com (April 17, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2012. ციტირების თარიღი: March 7, 2013.
  7. Chris Pereira. (August 19, 2014) Wasteland 2 Launches on September 19 After 26 Years. GameSpot. CBS Corporation. ციტირების თარიღი: September 23, 2014.