ბრაზილიის შტატების კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სექციების სია

ბაიას შტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია შტატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაია (Bahia) არის ერთ–ერთი ბრაზილიის შტატი. იგი მდებარეობს ჩრდილო–აღმოსავლეთში და უკავია ბრაზილიის ზეგანის აღმოსავლეთი ნაწილი.  მას ბრაზილიის შტატებში მოსახლეობის მიხედვით მეოთხე ადგილი უჭირავს, ხოლო ტერიტორიული სიდიდით კი მეხუთე. მისი ფართობი არის 567 ათასი კმ .კვადრატი. ბაია ასევე გამოირჩევა წიგნიერებითაც . მას ჯერ კიდევ 2003 წლის აღწერით 79 %  უჭირავს. ასევე შობადობა არის 38,7 %, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 71

ბაიას შტატის ადგილმდებარეობა ბრაზილიაში

ამბობენ, რომ ბაია ყველაზე დახვეწილი შტატია ბრაზილიაში. სალვადორი არის ბაიას ადმინისტრაციული ცენტრი .სადაც დაახლოებით 2.71 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სალვადორიც ასევე არის ცერემონიების, ცეკვისა და მუსიკის ქალაქი, ამ ყველაფერს კი ემატება ეგზოტიკური ხალხი თავისი სტუმართმოყვარეობით[1]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითად მოსახლეობა არის შერეული. შტატში ცხოვრობს როგორც აფრიკული, ასევე ევროპული წარმოშობის ხალხი.2007 წლის მონაცემებით შტატის მოსახლეობა იყო 14 080 654. ხოლო ერთ კვადრატულ მეტრზე მოდიოდა 24,93 ადამიანი. მოსახლეობის  67,4 % ცხოვრობდა ქალაქში. ბაიაში მოსახლეობა საკმაოდ მზარდია. კერ კიდევ 1991 დან 2000 წლამდე იგი გაიზარდა 1,1%–ით. ბოლო აღწერით შტატში ცხოვრობდა 63,2 % მულატი, 20,5 % თეთრკანიანი, 15,7% შავკანიანი და 0,6% კი ინდოაზიელი. თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, კერძოდ, სანაპირო ტერიტორიაზე .

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, ჯერ კიდე 2005 წელს ბაიას მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 90,943 მილიარდს. ბაიას  საზოგადოება უკვე ხასიათდება განვითარებული სტრუქტურით .თუმცა წლების წინ ისტორიის მანძილზე ბაია ითვლებოდა, როგორც ერთ–ერთი ბრაზილიის უღარიბესი ქვეყანა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი მონები იყო, რომლებიც ბაიაში საკმაოდ ბევრნი იყვნენ. გარდა ამისა ხშირი იყო დაპირისპირებები რასებს შორის, რაც არ ქმნიდა მშვიდობიან გარემოს ქვეყანაში.  თუმცა ბოლო წლებში ბაიამ გააუმჯობესა ეკონომიკური მდგომარეობა.

დღეისათვის  მათი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა, რომელმაც განვითარება მე–17 საუკუნიდან დაიწყო. ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველ რიგში, ეს არის საკმაოდ დიდი პორტები და რკინიგზები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ექსპორტის განვითარებას. ასევე შტატში საკმაოდ აქტუალურია თევზჭერა. თუმცა ძირითადი ექსპორტს აწარმოებენ თამბაქოსა და კაკაოზე. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობაში კაკაოს წარმოებას უჭირავს 65 %. თუმცა აღსანიშნავია კიდევ ერთი დარგი, რომელსაც სოფლის მეურნეობის 37% უკავია. ეს არის თხების წარმოება, რომელსაც აქტიურად მისდევს ბაიას მოსახლეობა.  ბაიას ასევე  საკმაოდ განვითარებული აქვს სატყეო მეურნეობა . ისინი ამუშავებენ ხე–ტყეს და მისგან ამზადებენ როგორც ქაღალდს, ასევე ავეჯსაც. სწორედ ხე–ტყის წარმოებით ბაია პირველ ადგილს იკავებს მთელ ქვეყანაში .  გარდა ამისა შტატში განვითარებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგი. ეს არის თხილის წარმოება. თითქმის ყოველ წელიწადს შტატში გროვდება იმდენი თხილი, რომ იგი სოფლის მეურნეობის 53%–ს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაია ასევე განთქმულია ურანისა და ძვირფასი ქვების მოპოვებით. მათ შორის ბაიაში მოიპოვება მინერალური რესურსები, ნავთობი, ტყვია, სპილენძი, კალი, ბარიტი, მარმარილოსა მაგნეზიტს. ასევე ბაიას აქვს საავტომობილო ქარხანაც.

ზოგადად, ბაიას მდიდარი და ნაყოფიერი მიწები აქვს. აღმოსავლეთით ხშირად არის წვიმა, რის შედეგადაც მოსავალი საკმაოდ ხშირია , ხოლო დასავლეთით შედარებით ნაკლებად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, რადგან აქეთ მიწა მშრალია და ასევე წყლის პრობლემაა საკმაოდ ხშირი. მე–20 საუკუნეში ბაიას სოფლის მეურნეობა დიდი საფრთხის ქვეშ იდგა , მას ემუქრებოდა განმეორებადი და ხშირი გვალვები და დიდი პრობლემა შეექმნათ სარწყავების მხრივ, თუმცა ბაიამ შეძლო და გაუმკლავდა ამ პრობლემას. აღსანიშნავია ასევე, რომ  მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობას.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი ისტორიის მანძილზე, ბაია გამორჩეულია როგორც ბრაზილიის ქვეყნებს შორის ყველაზე კულტურული და მრავალფეროვანი შტატი. ბაია განთქმულია თბილი და მეგობრული მოსახლეობით, ულამაზესი სანაპიროს პეიზაჟებით.

დღეისათვის საკმაოდ ცნობილია იგი ფეხბურთში. ბაიას საფეხბურთო კლუბმა მიუხედავად უამრავი კრიზისისა მაინც მოახერხა და მიაღწია მაღალ შედეგს. მის წარმატებას ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბაიაში ჩატარდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

მოსახლეობის მიერ Sao Joao–ს აღწერა

როგორც ბრაზილიის უმეტესი შტატი, ბაიაც გამოირჩევა ფესტივალებით. ერთ–ერთი ასეთი დიდი ფესტივალია Sao Joao, ანუ, წმინდა იოანე. იგი იმართება ივნისის შუა რიცხვებში და ამ დღეს ზეიმობს მთელი მოსახლეობა. ფესტივალზე ვხვდებით საცეკვაო მუსიკას, უამრავ ინსტრუმენტს (დრამი, აკორდეონი, ელექტრო გიტარა) ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფესტივალზე შექმნას სასიამოვნო გარემო. ფესტივალი იწყება 40 დღით ადრე მარხვის დაწყებამდე და მთავრდება ფერფლის ოთხშაბათს.  ათეული წლის წინათ იგი უბრალო ელიტური ღონისძიება იყო, თუმცა მალევე ის გარდაიქმნა როგორც ერთ–ერთი ყველაზე დიდ სეზონურ მოვლენა .ეს გრანდიოზული ფესტივალი ყოველ წელიწადს მილიონობით ადამიანს იზიდავს .

ამას გარდა ბაიაში ტარდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი. იგი ცნობილია როგორც „ლემანია“  იგი სარიტუალო ფესტივალია და ეძღვნება მათ ქალღმერთს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი მეთევზეებისთვის, რადგან „ლემანიას“ მიიჩნევენ პატივსაცემ და გულუხვ დედად. სწორედ ამიტომ ფესტივალსაც მას უძღვნიან. აღსანიშნავია ასევე , რომ მისი აღნიშვნა ჯერ კიდე 1923 წლიდან დაიწყეს, როდესაც მეთევზეებს დეფიციტი დაუდგათ. თევზი საერთოდ გაწყდა, რის გამოც მათ მოუწიათ საჩუქრებითა და შესაწირებით ეთხოვათ გადარჩენა „ლემანიასთვის“. რაღა თქმა უნდა, ამათ გარდა ბაიაში უამრავი ტრადიციული ფესტივალი იმართება მაგალითად „სანტა ამირო“, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა გარდა უამრავი ფესტივალისა, ბაია დიდი დღესასწაულით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.  ეს აღინიშნება 2 ივლისს. ბაიას მოსახლეობა დიდი სიხარულით აღნიშნავს 1822 წელს ბრაზილიის არმიის გამარჯვებას პორტუგალიაზე. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ ბაია ერთგული გახდა ევროპელების.

Capoeira

ბაია განთქმულია მისთვის დამახასიათებელი განთქმული კულტურებით. ერთ–ერთი ასეთი კულტურაა „Capoeira”, რომელიც ფესვებს აფრიკიდან იღებს და იგი არის  საბრძოლო ხელოვნება. თავდაპირველად იგი შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ბაიაში უხვად იყვნენ მონები.  “Capoeira” საკმაოდ განთქმულია მთელს ბაიაში და ასევე სწორედ ეს კულტურა გახდა საფუძველი აფრო–ბრაზილიური თანამეგობრობის 

ღირსშესანიშნავი ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიასთვის დამახასიათებელია ბუნებრივი ლანდშაფტები, უნიკალური კულტურა , ძველებური არქიტექტურა, მოოქროვილი ეკლესიები  უამრავი დღესასწაული , ისტორიულ–კულტურული ატრაქციონები . სწორედ ამიტომ ბაია მართლაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი  და საკმაოდ დიდი პოტენციალიც აქვს ამ მხრივ.  გარდა ამისა ტურისტებში დიდი მოწონებას იმსახურებს ბაიას მარადმწვანე ტროპიკული ტყეები და საკმაოდ უიშვიათესი მცენარეები . მაგალითად, სწორედ აქ იზრდება ისეთი ხის  ძვირფასი ჯიშები, როგორებიცაა მონგო, „რძის ხე“,  „ნესვის ხე“  ასევე აქ ხარობს საკმაოდ განთქმული ყვავილოვანი მცენარე „ვიქტორია რეგია“, რომლის ფოთლის დიამეტრი 2,5 მეტრს აღემატება .თუმცა, გარდა მცენარეებისა, ბაია გამოირჩევა მრავალფეროვანი ფაუნით. ესენია: ბრაზილიური კურდღელი, პუმა, ჭაობის ირემი, სხვადასხვა სახის თუთიყუში და სხვა. აღსანიშნავია ასევე, რომ აქ დიდი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და ამ მიზნით შექმნილია ეროვნული პარკები.

ბაია გარდა ბუნებრივი სილამაზისა, გამოირჩევა ისტორიული ძეგლებით, ტურისტებს ნამდვილად ეძლევათ საშუალება იქ ჩასვლით, რომ მოინახულონ უძველესი არქიტექტურული ნაგებობები, მუზეუმები და სხვა. სწორედ მისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი არის „Art Muzeum”, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან ფუნქციონირებს და მუდმივად მასპინძლობს უამრავ გამოფენასა და კულტურულ ღონისძიებას. ასევე ბაია სთავაზობს ტურისტებს ისეთ მუზეუმებს, რომლებშიც  ცოცხლდება ქვეყნის ისტორია, წარმოდგენების სახით.  გარდა  ამისა, ბაია არის ქვეყანა, რომელიც დიდ პატივს სცემს ლიტერატურასა და ხელოვნებას, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული უამრავი ცნობილი პოეტი და მწერალი იყო ბაიას მკვიდრი.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საკმაოდ ცნობილია ბაიას სამზარეულო. მის კერძებში აშკარად გამოკვეთილია აფრიკული კულტურა , რაც ხასიათდება ცხარე საკვებით. ისინი ხშირად ხმარობენ წიწაკას, რაც  მათ სამზარეულოს არომატულს ხდის.  ისინი ასევე ხშირად იყენებენ ქოქოსის რძეს.  მათ კერძებში დომინირებს ასევე ხორცი, ეს იქნება ცხვრის, ღორისა თუ ძროხის. მათ იყენებენ უამრავი საშუალებას იმისათვის, რომ  მათი სამზარეულო იყოს განსაკუთრებული. სწორედ განსხვავებული საკვებიც არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ ბაიას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს[2]  

ბაკაირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენთიფიკაცია და ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკაირი არის ბრაზილიურ-ინდური ჯგუფი, რომელიც ლაპარაკობს კარიბულ ენაზე. ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ ინდოელებათ, გარკვეულ წილად ენის საფუძველზე, ასვევე იმაზე, რომ 1918 წელს მათ საკუთრებაში გადაეცათ დროებითი ტერიტორიები და შეიძლება ითქვას, რომ განმაპირობებელი ფაქტორი არის ის კულტურული ტრადიციები, რომლებიც ამ უკაასკნელთ აშორებს ბრაზილიელებს.

ბაკაირის მკვიდრნი პარანატინგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბრაზილიის სახელმწიფო მატო გროსოში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 120 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფელ პარანატინგადან, სასურველ ადგილმდებარეობამდე მიღწევა საათებს უკავშირდება, მეტიც, შესაძლოა ორი დღეც კი დასჭირდეს მოგზაურობას, რაც გარკვეულ წილად თხევად ატმოსფერულ ნალექზეა დამოკიდებული

ინდოელები ცხოვრობენ შვიდ სოფელში. მათგან ყველაზე დიდი არის პაკუერა, რომელიც მდინარეების პარანატინგას, აზულისა და ვერმელოს გადაკვეთის ადგილას მდებარეობს, რაც მოსახლეობას სასმელი წყლითაც უზრუნველყოფს. რაც შეეხება კლიმატს,  ვხვდებით მშრალ და ნახევრად ტენიანს. აქ არის უმეტესად მშრალი და უფრო ხსირად წვიმიანი სეზონები. (ნოემბერ-მარტის თვეში ძირითადად წვიმიანი, მაისი-სექტემბრის თვეში კი უმეტესად მშრალი).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლისათვის ბაკაირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასახლებული, საიდანაც მოსახლეობის 47% (მიახლოებითი მაჩვენებელი) მამაკაცები, ხოლო 53%-ს ქალები წარმოადგენდნენ. მოსახლეობის სტრუქტურა არის „მართკუთხა“, რაც შესაძლოა ხელოვნური მოსახლეობის კონტროლის მექანიზმით დადასტურდეს. მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი წლიურად საშუალოდ 3.47%- ს შეადგენს. 1979-1999 წლებში მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია, როგორც მატო გროსოს სახელწოდებით, თავდაპირველად ესპანეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. იეზუიტების ჩრდილოეთ და დასავლეთ პარაგვაის მიწებზე მოგზაურობის შედეგად, ადრეულ მეთვრამეტე საუკუნეში, შეიქმნა პირველი დასახლებები.  ამას მოჰყვა მაძიებლებისა და მაღაროელების საქმიანობის ჩამოყალიბება. (მუშაობა მიმდინარეობდა ადგილობრივი ოქროსა და სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად). მე-19 საუკუნის დასაწყისში ბაკაირი იყოფა ორ დამოუკიდებელ ჯგუფად. დასავლეთ ბაკაირის ეკონომიკა მთლიანად გადაერთო ოქროსა და მონებით ვაჭრობაზე მეთვრამეტე საუკუნეში. მოგვიანებით ისინი ყიდიან საკუთარ ტერიტორიებს მიმდებარე ქალაქებში. 1980 წლის ბოლოსთვის დასავლეთ ბაკაირის მოსახლეობა სულ 120 კაცს, ხოლო მათ კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის ფართობი 9 000 ჰექტარს შეადგენდა. რაც შეეხება აღმოსავლეთ ბაკაირს, მან შეწყვიტა კონტაქტი ესპანეთთან და შეუერთდა Rio Xinguს კულტურას, რის შედეგადაც, საბოლოოდ,  იგი ცნობილი გახდა „მკაფიო“ კულტურის სფეროში. პირველი სტუმარი ბაკაირში იყო გერმანელი მკვლევარი, რომელმაც აღწერა შვიდი სოფელი მოცემულ ტერიტორიაზე (მე-19 საუკუნის ბოლოს), ცნობილია, რომ ამ დროისთვის ბაკაირის მოსახლეობა 325 კაცს შეადგენდა.  1900-1920 წლებს შორის აღმოსავლეთ ბაკაირი ტოვებს ზემოთ აღნიშნულ კულტურას (სწორედ მაშინ, როცა მთელი რიგი დამანგრეველი ეპიდემიები ანადგურებდა მკვიდრ მოსახლეობას).

ენობრივი კუთვნილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბული ენა, ბაკაირი ეკუთვნის სამხრეთ ამერიკის დაბლობის ოთხი ენიდან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ენობრივ ოჯახს. (მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არც პორტუგალიურ ენაზე საუბრის პრობლემა წარმოექმნება).  

ახალშენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკაირის ტერიტორიაზე არსებული სახლები კვადრატული ფორმისაა და დამზადებულია თიხისგან, ჩალის ან ბეტონის, თუნუქის სახურავებისაგან. თითოეული მათგანი შედგება მინიმუმ ორი შიდა განყოფილებისაგან. (ორი ფანჯარა, ორი კარი...). სამუშაო ბაღები სოფლიდან საშუალოდ ოთხი კოლომეტრითაა დაშორებული. ოჯახების გარკვეული კატეგორია ამჯობინებს, მათ საკუთრებაში არსებული, შედარებით მოშორებულ ბაღებთან ახლოს ცხოვრებას. სოფელ პაკუერას ცენტრში მდებარეობს ე.წ „მამაკაცების სახლი“  რომელიც ყოველდღიური შეკრებებისთვის გამოიყენება. იგი ოვალური ფორმის არის და როგორც უმეტეს შემთხვევაში არც ეს თავშეყრის ადგილი წარმოადგენს გამონაკლისს და მთლიანად ჩალის სახურავით არის დახურული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალები კრებებზე არ დაიშვებიან.

საარსებო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკაირში მცხოვრები ინდოელები ძირითადად სამებაღეო და სამდინარო საქმიანობას მისდევენ.  პრაქტიკულად საარსეო ბაღები მდებარეობს ტყეებში მდინარეთა გასწვრივ. ინდოელები ამუშავებენ მანიოკს, ბრინჯს, ყვითელ სიმინდს, ბანანს, შაქრის ლერწამს,  ნესვს, წითელ ლობიოს, მწვანე ლობიოს, გოგრას, პაპაიასა და სხვა კიდევ უამრავ კულტურას. დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე თევზობას, ნადირობას და ა.შ.    ბაკაირის  წლიური შემოსავლის თითქმის 96%-ს ბაღებში წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს. (ზოგი მათგანი ზრდის ქათამს და ღორს).  ინდოელებისათვის კი შემოსავლის თითქმის 62%-ზე მეტი ბოსტნეულზე, ხოლო 38% პირუტყვზე მოდის. მშრალი სეზონის განმავლობაში, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ტოვებს საკუთარ სახლს, რათა იმუშაოს მათთან ახლოს მდებარე მსხვილ ფერმერულ გაერთიანებებში (რანჩოები) და დააგროვოს მცირე რაოდენობის ფული. ეს ფული გამოიყენება ისეთი საქონლის ყიდვაში, როგორიცაა დამუშავებული საკვები, ბარძოლო მასალები, ასევე ტანისამოსი თუ სხვადასხვა წვრილი საყოფაცხოვრებო საშუალებები. 

შრომის დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკმაოდ მკაფიო განსხვავებები გვხვდება ქალთა და მამაკაცთა მიერ გაწეულ სამუშაოებს შორის, მაგალითად მამაკაცის ძირითად საქმიანობაში ნადირობა, თევზაობა, სამუშაო ბაღების მიწის დამუშავება იგულისხმება, ასევე როგორც უკვე ვახსენეთ მიმდებარე რანჩოებში მუშაობა მცირედი ფულის შესაგროვებლად, და გარკვეული სახის საქონლის წარმოება.  ქალების ძირითად საქმიანობას ტრადიციულად ბავშვებზე ზრუნვა წარმოადგენს.  მათი საქმიანობა ასევე საჭმლის მომზადებაზე, ტანისამოსის გარეცხვაზე,  სახლის სისუფთავის შენარჩუნებასა და სხვა წვრილ-წვრილ საქმიანობაზე ვრცელდება. 

სისხლით ნათესაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეული უჯახური გაერთიანებები ცხოვრობენ ერთად,  სხვებისგან დამოუკიდებლად, განცალკევებით.  არსებობს შედარებით დიდი ჩამომავლობა, რომელიც ოჯახის წევრების გარდა ნათესაურ კავშირსაც აღიარებს. ისინი გამუდმებით უცხადებენ მხრდაჭერას ერთმანეთს ისეთ აქტივობებში  როგორიცაა მიწების გაწმენდა, დამუშავება და დახმარება ოჯახში არსებული საგანგებო სიტუაციების დროს.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ წინათ ქორწინებაში დასაშვები იყო მრავალცოლიანობა, ახლა ყველა ქორწინება მონოგამიურია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლებში ენდოგამია (ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის) დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქორწინება დასაშვებია, ასევე , სხვა ინდოელებთან.  გაფართოებულ ოჯახებში ასევე შესაძლებელია ეგზოგამია ( ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის) , თუმცა მხოლოდ ჯვარედინ და არა პარალელურ ბიძაშვილებს შორის, მხოლოდ მათ (ჯვარედინ)  შეუძლიათ პარტნიორები გახდნენ ქორწინებისას (ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები).  

საზოგადოებრივი ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკაირი არის თანასწორობის საზოგადოება. სოფლის ბელადის, წინამძღოლის არჩევა ხდება არაოფიციალურად, ხალხის (მეტნაკლებად) ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.  წინამძღოლს გააჩნია შეზღუდული უფლებები... ბაკაირის საზოგადოება კლასებისა და ეკონომიკური სპეციალობების ნაკლებობას განიცდის, ეს უკანასკნელი გარკვეული ფაქტორების, (როგორიცაა სქესი და ასაკი) საფუძველზე ყალიბდება. 

პოლიტიკური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, ჩვენთვის უკვე უცხო აღარ არის, რომ ბაკაირის თითოეულ სოფელს საკუთარი ბელადი, წინამძღვარი ჰყავს.  

ამ პოლიტიკურ ფრაქციებში დომინირებს მამაკაცი და ვინმე ხანდაზმული ქალი კონკრეტული ნათესაური დაჯგუფებებიდან. შამანები - არაფორმალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ლიდერები. ისინი ხალხს არწმუნებენ, რომ გაიზიარონ და მხარი დაუჭირონ მათ პოლიტიკურ „დავებს“.  ბაკაირის ტერიტორიას ოფიციალურად ზედამხედველობს ე.წ. “FUNAI”. მთავარი, ცენტრალური შტაბი  მდებარეობს ბრაზილიიის დედაქალაქში. (შინაგან საქმეთა სამინისტროში). რეგიონალური ოფისებს ვხვდეით ასევე ქუეაბაში. (Cuiaba). ბაკაირის მკვიდრი, მამაკაცი, წელიწადში რამდენიმეჯერ მიემგზავრება რეგიონალურ ოფისებში რათა შეხვდებს ფონდის ოფიციალურ პირებს. ფონდი ცდილობს უზრუნველყოს ბაკაირის მოსახლეობა სამედიცინო მკურნალობითა და საგანმანათლებლო დაწესებულებით. ორგანიზაციის წარმომადგენელი ზოგჯერ რჩება ადგილზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე ახალი პროექტის ორგანიზება იგეგმება ან ინდოელებსა და ბრაზილიელებს შორის რაიმე კონფლიკტის წარმოშობის საფრთხე არსებობს. ეს აგენტი მუშაობს მთავარ მამასახლისთან, რათა ხელი შეუწყოს მიზნების ორგანიზებას.

ცერემონიები და რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტუალური ნიღბებით ცეკვის ტრადიცია მარტისა და ნოემბრის თვეებს შორის იმართება. მამაკაცები ატარებენ უზარმაზარ მოხტულ ნიღბებსა და პალმის კოსტიუმებს, მანამ სანამ მთელი სოფლის გარშემო ცეკვავენ.  აქვე ვხვდებით სიმინდის ფესტივალს, რომელიც იანვარში იმართება.  ამასთანავე არსებობს ისეთი რიტუალები,  რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის, ხოლო ქალები არ დაიშვებიან. არსებობს ხუთი ბრაზილიური ე.წ.   წმინდა დღე, რომელსაც აღნიშნავს ბაკაირის მკვიდრი მოსახლეობა, ესენია  Saint Antonio, Saint Joao, Saint Pedro, Saint Benedito, Saint Sebastiao. პირველი ოთხი ფესტივალი იმართება თანმიმდევრულად ივნისში და ივლისში, ხოლო რაც შეეხება მეხუთე დღესასწაულს, მისი აღნიშვნა იანვარში ხდება, სადაც მღერიან, ცეკვავენ და ილხენენ ამ წმინდა დღესასწაულზე. 

სიკვდილის გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი ფილტვების ინფექციაა. ბაკაირში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ხოლო გულით და სხვადასხვა სახის დაავადებებით დაავადებული ადამიანების რიცხვი კი მცირდება.  როდესაც ადამიანი კვდება თანასოფლელები მიდიან გარდაცვლილის სახლში და ტილით და მოთქმით აცილეენ მას. შემდეგ გვამის სხეულს ახვევენ სპეციალურ ნაჭერში და წვავენ სოფლიდან ოდნავ მოშორებით. მიცვალებულის საფლავი არ აღინიშნება და ცერემონიის დასრულების შემდგომ ეს ადგილი (საფლავის) უბრალოდ დავიწყებას ეძლევა.[3]

ბრაზილიელი ინდიელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენთიფიკაცია და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიელი ინდიელები

ბრაზილიელ ინდიელთა კულტურის სახელწოდებაა nambicuara (ნიმბი- „ეარ“, კუარა- „ჰოლე“). ეს სახელი მათ მეზობელმა ინდიელმა ტომებმა შეარქვეს და ნიშნავს ხვრელს ყურში. ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში ეს სახელი მე-18 საუკუნიდან ჩნდება.Nambicuara-ს წარმომადგენლები რიო გვაპორეს რეგიონში სახლობენ, რომელიც დღეს მატუგროსუს შტატს ეკუთვნის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს, ექსპედიციაზე ყოფნის დროს, აღმოაჩინეს, რომ nambicuara-ს მოსახლეობა 20 000-ს შეადგენდა. 1912 წელს ეს მაჩვენებელი 1000- 1500 -ზე დავიდა. 1985 წელს მხოლოდ - 685, ხოლო 2000 წლის მონაცემით მოსახლეობა ამჯერად გაიზარდა და 1150 გახდა.

საცხოვრებელი ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

nambicuara-ს კულტურის წარმომადგენელთა დასახლებები ადაპტირებულია გარემო პირობებთან: წვიმიან სეზონზე ისინი მდინარეების ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ,მშრალ სეზონზე კი ისინი უფრო მოხეტიალე ცხოვრებას ეწევიან და ცხოვრობენ უფრო მარტივი კონსტრუქციის მქონე, პალმის ფოთლებით გადაფარებულ თავშესაფრებში.

უცნაურია, მაგრამ მათ სამოსახლოში ვერ შეხვდებით ტროპიკულ ზონაში მცხოვრები ტომებისათვის დამახასიათებელ საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰამაკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია თუ საიდან წამოვიდნენ პირველად nambicuara-ს მოსახლეობა და როდის დასახლდნენ ბრაზილიის ტერიტორიაზე. პირველი კონტაქტი ევროპელებთან მათ ამავე ტერიტორიაზე 1718- 1723 წლებში ჰქონდათ, თუმცა მიჩნეულია, რომ  nambicuara„ოფიციალურად“ აღმოჩენილია 1907 წელს. სწორედ ამ წელს, კოლონელ როდონს ბრაზილიის მთავრობამ დაავალა 1500 კილოემტრიანი ტერიტორიის კვლევა დიამანტინოდან მადეირას მდინარემდე. როდონის ორი ექსპედიციის პერიოდში შედგა „პირველი“ კონტაქტიnambicuara-ს მოსახლეობასთან. ტომთან კავშირი  ხშირად ძნელი იყო, ვინაიდან ისინი აგრესიულებად იყვნენ ცნობილნიდა ხშირად ომობდნენ მეზობელ ტომებთან. მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში, მათ ტერიტორიაზე 1600 კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რის შედეგადაც დაიწყო არაინდიელი ხალხის იმიგრაცია, ხოლო nambicuara-ს -დეპოპულაცია. ბევრმა მათგანმა კი საცხოვრებელი შეიცვალა.

საარსებო საშუალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი დაქსაქსულია მდინარეებითა და ნაკადულებით. Nambicuara- ს მოსახლეობა მშრალ სეზონზე თავს  ნადირობით, შემგროვებლობითა და თევზაობით ირჩენს. ნადირობისთვის ძირითადი იარაღი მშვილდ-ისარია. დარგვისა და შემგროვებლობისთვის კი ერთგვარ ამოსათხრელ ჯოხს იყენებენ. წვიმიან სეზონზე, ისინი წვავენ მიწის ნაკვეთებს, შემდეგ კი ამ განაყოფიერებულ ნიადაგზე მოჰყავთ სიმინდი, მარცვლეული, თუთუნი, ბამბა და მანიოკი, რომელიც ძირითადი საჭმელია nambicuara-ს მოსახლეობისთვის. 

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ  nambicuara-ს ადგილობრივები ვაჭრობდნენ ცვილის, ბუმბულისა და მშვილდ- ისრისთვის.

შრომის განაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცები ნადირობენ, თევზაობენ, ნიადაგს ამზადებენ, ქოხებს აგებენ, კალთებს წნავენ და სანადირო იარაღებს ამზადებენ.

რაც შეეხებათ ქალებს, ისინი კრეფენ ხილს, ამზადებენ საჭმელს, შეშასა და წყალს ზიდავენ და ბავშვებს უვლიან.

ქალიცა და მამაკაციც, ორივე მათგანი, ამზადებს ნიჟარისაგან საყურეს. ეს საყურე ტომის სიმბოლოა.

მიწათმფლობელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის თითოეულ ტომს თავისი კუთვნილი მიწა ჰქონდა, რომელსაც ტომის წევრები საფლავებისთვის, მიწათმოქმედებისთვის, გარეულ ცხოველებზე სანადიროდ და რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად იყენებდნენ. სანადირო ტერიტორიებს არ ჰქონდათ ზუსტი საზღვრები, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ტომებს შორის ხშირი იყო კონფლიქტი. მიწებთან დაკავშირებით განსაკუთრებული კანონები არსებობდა და სოფლის მმართველი ვალდებული იყო ეკონტროლებინა ამ წესების დაცვა. 

ნათესაობა და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულიnambicuara-ს სოფელი შედგებოდა ერთმანეთთან ახლო ნათესაობაში მყოფი კაცებისაგან, რომელთაც ერთმანეთის ძმებს უწოდებდნენ. ამ ძმებთაგან უხუცესს ბრძენი ეწოდებოდა და სოფლის მმართველი ხდებოდა. Nambicuara-ს ტერმინოლოგიაში არ არსებობს ტომისთვის განკუთვნილი სახელები. მათ ხშირად მმართველის მითითების მიხედვით მოიხსენიებდნენ.

დედის დის შვილი ან მამის ძმის შვილი შენს და-ძმად ითვლებოდა, დედის ძმის შვილი ანდაც მამის დის შვილი კი შენს - პოტენციურ მეუღლედ.  შესაბამისად, შენი ამგვარი მეუღლის დედა ან მამა შენს არა დეიდად ან ბიძად, არამედ, დედამთილ-მამამთილად იწოდებოდა. 

nambicuara-ლი ადამიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nambicuara-ელ ადამიანებს მოყვითალო ფერის კანი აქვთ, თუმცა ზოგ მათგანს მოვარდისფრო ან შავი ფერისაც შეიძლება ჰქონდეთ. Jeruana-ს ინდიელები ყველაზე შავები არიან მათ შორის.

მათი კანი უხეში და დანაოჭებულია. თმაც უხეში აქვთ და სწორი.

ფრჩხილებს ძალიან გრძელს იზრდიან რათა კარგად გაგლიჯონ ხორცი.

ტერფები ძალიან ბრტყელი აქვთ, ხოლო ფეხები მოხდენილი და დაკუნთული. ხელები- მოკლე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nambicuara-ს მოსახლეობისთვის ქორწინება ძირითადად მონოგამიურია, მაგრამ გავლენიან კაცებს შესაძლებელია 2 ან 3 ცოლიც ჰყავდეთ. თუმცა, როდესაც გოგონები სქესობრივად მომწიფდებიან, ისინი დედასთან ბრუნდებიან.

სოციალიზიაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევი შტრაუსის მიხედვით, nambicuara-ლი ბავშვები ძალიან განებივრებულები, ჭირვეულები და თავისფულები არიან. მოტირალ ბავშვს მაშინვე ანუგეშებს ოჯახის წევრი ან მასზე უფროსი ბავშვი.

სოციალური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ და დასავლეთ nambicuara დაყოფილი იყო 8 ტომად და თითოეულ ამ ტომს თავისი ლიდერი ჰყავდა. მისი ავტორიტეტი განისაზღვრებოდა იმით, თუ როგორ დანიშნავდა ის კაცებს ქოხების მშენებლობისთვს, ნადირობისთვის, ანდაც რიტუალების ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ ტომს შამანი არ ჰყავდა.

ბელადის ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ იყო. ბელადი სახელს იხვეჭდა, მაგალითად თუ ის წარმატებული მონადირე იყო.

ეს რვა ტომი არასდროს ყოფილა ერთი რომელიმე ბელადის ხელში გაერთიანებული. ტომებს შორის კავშირები ძირითადად ვაჭრობას, ქორწინებასა და საერთო რიტუალებს ეყრდნობოდა.

პოლიტიკური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სოფელი იმართებოდა ბელადის მიერ, მაშინ როდესაც სოფლის რაღაც ერთეულებს, ანდაც სეზონურ ნადირობას „ქვებელადი“ ხელმძღვანელობდა. ბელადი მემკვიდრედ ირჩევდა ყველაზე მარჯვეს ტომიდან.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლიდან მისიონერების გამოჩენის გამო,nambicuara- ს რელიგია ოდნავ შეიცვალა., თუმცა „ძალა“ არის ძირითადი რელიგიური კონცეფცია და სწამთ, რომ ის ყველა ადამიანში, ცხოველსა თუ უსულო საგანშია. ლევი შტრაუსის მიხედვით, ნათება მათთვის ზებუნებრივ მოვლენად აღიქმება. ამასთან, თვლიან, რომ ტყეებში, ბუჩქებსა თუ მინდვრებში ჩასახლებულები არიან სულები, რომლებიც „გამოსახლდებიან“ საჭიროების შემთხვევაში.

ყველა ტომს ჰყავს შამანი, რომელის ხელმძღვანელობს ცერემონიებს, ამყარებს კონტაქტს ზებუნებრივ არსებებთან და კურნავს ავადმყოფებს.

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვიმიანი სეზონის პერიოდში, კაცები იკრიბებიან და ფლეიტაზე უკრავენ და შესთხოვენ წინაპრებს უხვ მოსავალს.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტრუმენტების თანხლებით სიმღერა მნიშვნელოვანი მოქმედებაა როგორც გასართობად, ასევე რიტუალების ჩასატარებლად. საომარ ცეკვებს ასრულებენ ისინი, ვინც პირველი აუწყობს ფეხს მუსიკის რიტმს, შემდეგ კი „ერკინებიან“ ერთამენთს მშვილდ- ისრითა და ხელკეტებით. ამით ისინი ასახიერებენ მტერს.

Nambicuara-ლი ინდიელები გოგრაზე ხატავენ სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს, ტალღოვან ხაზებს, წერტილებსა და კაცისა და ქალის გამოსახულებებს.

სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიელიინდიელებისთვისარსებობს 2 სახის ციური სხეული: პლანეტები და „პატარა ვარსკვლავები“.

წელიწადს 2 ნაწილად ყოფენ: წვიმიან სეზონად, რომელიც დაახლოებით 5 თვის მანძილზე გრძელდება და მშრალ სეზონად, რომელიც 7 თვე გრძელდება.

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nambicuara-ს წარმომადგენლები თვლიან, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია არაკეთილმოსურნე სულებისაგან, ხოლო „მარტივ“ დაავადებებს, როგორიცაა თავის ტკვილი ან დისპესია, ისინი მინიშნებად თვლიან. სხვა, უფრო სერიოზულ დარღვევებში კი შამანი ერევა, რომელიც იყენებს სამკურნალო მცენარეებს, რათა განდევნოს ეშმაკი მსხვერპლის სხეულიდან. ის ასევე გალობს, რადგან ვალდებულია დაეხმაროს სულს და აღმოაჩინოს დაავადების გამომწვევი მიზეზი.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაცვლილებს ბრაზილიელი ინდიელები მარხავენ ან მოხრილს ან მთლიანად გაჭიმულს ფეხებით აღმოსავლეთის მიმართულებით. ისინი თვლიან, რომ სიკვდილის შემდეგ კაცები იაგუაუარებად გადაიქცევიან, ხოლო ქალები და ბავშვები კი ქარიშხალთან ერთად უჩინარდებიან. სწორედ ამიტომ იაგუარზე კი ნადირობენ და მის ტყავს ტანისამოსად იყენებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჭამენ მას. Nambicuara-ს ხახლის აზრით,სულები  რამდენიმე დღით ყოვნდებიან საფლავებში, ხოლო შემდეგ მიემართებიან კლდეებისაკენ, რომლებსაც ისინი სულების სახლად თვლიან.[4]  

  1. : http://www.brazil.org.za/bahia.html
  2. : http://www.brazil.org.za/bahia.html https://www.britannica.com/place/Bahia https://www.lonelyplanet.com/brazil/bahia http://www.salvadorcentral.com/codex/blogs/1/42/a-brief-history-of-salvador-da-bahia-brazil http://www.travelchannel.com/destinations/brazil/articles/best-of-brazils-bahia http://www.basicalingua.com/culture.htm
  3. http://www.everyculture.com/South-America/Bakairi-Economy.html http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/citation.do?method=citation&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/SouthAmer/SP07%27)&docId=sp07-000&tocOffsetId=tocPubInfoP http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/browseCultures.do?context=main#thisChar=B http://www.indian-cultures.com/cultures/bakairi-indians
  4. 1)   http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/browseCultures.do?context=main#thisChar=B 2)   http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/SouthAmer/SP17%27)&docId=sp17-013&page=sp17-013-00070&offsetId=sp1701300080&tocOffsetId=tocsp1701300080 3)   http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/SouthAmer/SP17%27)&docId=sp17-001&page=sp17-001-04958&offsetId=sp1700104972&tocOffsetId=tocsp1700104972 4)   http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/SouthAmer/SP17%27)&docId=sp17-001&page=sp17-001-04803&offsetId=sp1700104817&tocOffsetId=tocsp1700104817 http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/SouthAmer/SP17%27)&docId=sp17-009&page=sp17-009-00090&offsetId=sp1700900107&tocOffsetId=tocsp1700900107