იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბრაზილიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2012 წლის მონაცემებით ბრაზილიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 19 ძეგლია. კონვენცია მიღებული იქნა 1977 წლის 1 სექტემბერს. პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბრაზილიიდან იყო ისტორიული ქალაქი ორუ-პრეტუ. სიაში გაწევრიანდა 124 ნომრით 1980 წელს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 962 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 2  % ბრაზილიის ძეგლებია.

მათ შორის:

  • 12 კულტურული ობიექტი
  • 7 ბუნების ძეგლი

3 კულტურული ძეგლი მიჩნეულია ადამიანური გენიის შედევრად (კრიტერიუმი i) და 4 ობიექტი — ბუნების საოცრება, ან ტერიტორია, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა. (კრიტერიუმი vii).

ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა
(შტატი)
დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმები
1 ისტორიული ქალაქი ორუ-პრეტუ
(პორტ. Ouro Preto)
მინას-ჟერაისი XVII—XVIII საუკუნე 1980 124 i, iii
2 ოლინდას ისტორიული ცენტრი
(პორტ. Olinda)
პერნამბუკუ XVI—XVIII საუკუნე 1982 189 ii, iv
3 იეზუიტების მისია გუარანში: სან-იგნასიო-მინი, ნუესტრა-სენიორა-დე-სანტა-ანა, ნუესტრა-სენიორა-დე-ლორეტო და სანტა-მარია-ლა-მაიორი (არგენტინა); სან-მიგელ-დას-მისიონი (ბრაზილია) რიუ-გრანდი-დუ-სული, ბრაზილია
პროვინცია: მისიონესი, არგენტინა
XVII—XVIII საუკუნე 1983, 1984 275 iv
4 სალვადორის ისტორიული ცენტრი
(პორტ. São Salvador da Bahia de Todos os Santos)
ბაია 1549—1763 1985 309 iv, vi
5 საეკლესიო კომპლექსი ბონ-ჟესუს-დუ-კონგინიასი
(პორტ. Santuário de Bom Jesus de Matosinhos)
ქალაქი: კონგონიასი
მინას-ჟერაისი
XVIII საუკუნე 1985 334 i, iv
6 იგუასუს ეროვნული პარკი
(პორტ. Parque Nacional do Iguaçu)
პარანა 1986 355 vii, x
7 ქალაქი ბრაზილია
(პორტ. Brasília)
ფედერალური ოლქი 1960 1987 445 i, iv
8 სერა-და-კაპივარის ეროვნული პარკი
(პორტ. Parque Nacional Serra da Capivara)
პიაუი 1991 606 iii
9 სან ლუისის ისტორიული ცენტრი
(პორტ. São Luís)
მარანიანი XVII საუკუნე 1997 821 iii, iv, v
10 დიამანტინას ისტორიული ცენტრი
(პორტ. Diamantina)
მინას-ჟერაისი XVIII საუკუნე 1999 890 ii, iv
11 ბრაზილიის ატლანტიკური ტყე
(პორტ. Mata Atlântica do Brasil)
რიუ-გრანდი-დუ-ნორტი,
რიუ-გრანდი-დუ-სული
1999 892 ix, x
12 სერა-დუ-მარი
(პორტ. Serra do Mar)
პარანა,
სან-პაულუ
1999 893 vii, ix, x
13 გოიასის ისტორიული ცენტრი
(პორტ. Goiás)
გოიასი XVIII—XIX საუკუნე 2001 993 ii, iv
14 ჟაუს ეროვნული პარკი
(პორტ. Parque Nacional do Jaú)
ამაზონასი 2000 998 ix, x
15 პანტანალის ნაკრძალი
(პორტ. Complexo do Pantanal)
მატუ-გროსუ,
მატუ-გროსუ-დუ-სული
2000 999 vii, ix, x
16 ბრაზილიის ანტლანტიკური კუნძულები:
ფერნანდუ-დი-ნორონია და როკასი
(პორტ. Fernando de Noronha, Atol das Rocas)
პერნამბუკუ,
რიუ-გრანდი-დუ-ნორტი
2001 1000 vii, ix, x
17 სერადოს დაცული ტერიტორიები:
შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკი
და ემასის ეროვნული პარკი
(პორტ. Chapada dos Veadeiros, Parque Nacional das Emas)
გოიასი,
მატუ-გროსუ-დუ-სული
2001 1035 ix, x
18 სან-ფრანცისკოს კვარტალი ქალაქ სან-კრისტოვანში
(პორტ. Praça São Francisco, em São Cristóvão)
სერჟიპი XVI-XVII საუკუნე 2010 1272 ii, iv
19 რიო-დე-ჟანეირო რიო-დე-ჟანეირო 2012 1100 vi

ობიექტების გეოგრაფიული მდებარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბრაზილიაში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]