ბრაზიანი ჩიტები 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბრაზიანი ჩიტები 2
ინგლ. The Angry Birds Movie 2
რეჟისორი თუროპ ვან ორმანი
პროდიუსერი ჯონ ქოჰენი
როლებში
  • ჯეისონ სუდეიკისი
  • ჯოშ გადი
  • ლესლი ჯონსი
  • ბილ ჰადერი
  • რეიჩელ ბლუმი
  • აუკუაფინა
  • სტერლინგი კ. ბრაუნი
  • ევგენი დერბეზი
  • ტიფანი ჰადიში
  • დენი მაკბრაიდი
  • პიტერ დინკლიჯი
  • პიტ დევიდსონი
  • ზაკ ვუდსი
  • მტრედი კამერონი
  • ლილ რელ ჰოვერი
კომპოზიტორი ჰეიტორ პერეირა
მწარმოებელი კომპანია

Columbia Pictures

Sony Pictures Animation
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 97 წუთი
ქვეყანა

ფინეთის დროშა ფინეთი

აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 65 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 154 მილიონი აშშ დოლარი

ბრაზიანი ჩიტები 2 (ინგლ. Angry Birds Movie 2; Angry Birds 2) — 2019 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია Rovio Entertainment– ის Angry Birds-ის ვიდეო თამაშების სერიაზე. ფილმი წარმოებულია Columbia Pictures, Rovio Animation, და Sony Pictures Animation მიერ და მისი დისტრიბუტორია Sony Pictures Releases. ფილმი ბრაზიანი ჩიტები-ის (2016) გაგრძელებას წარმოადგენს, რეჟისორი იყო ტუროპ ვან ორმანი, ხოლო თანაავტორი ჯონ რაისი. ფილმის სცენარზე იმუშავეს პიტერ აკერმანმა, ეიალ პოდელმა და ჯონატონ ე სტიუარტმა. პირველი ფილმის მსგავსად ფილმში გამხმოვანებლად მონაწილეობენ მსახიობები: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, დენი მაკბრაიდი, მაია რუდოლფი, ტონი ჰეილი, ბილ ჰადერი და პიტერ დინკლიჯი. წინა ფილმისგან განსხვავებით ბრაზიანი ჩიტები 2 -ში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა: ლესლი ჯოუნის, რეიჩელ ბლუმი, აუკუაფინა, სტერლინგ ბრაუნი, ევგენი დერბეზი, ჯოჯო სივა და ბრუკლინ პრინცი. ფილმში ჩიტები იძულებულნი ხდებიან ღორებს შეუერთდნენ, როდესაც მანამდე უცნობ მესამე კუნძულზე მცხოვრები არსებები საფრთხეს უქმნიან როგორც ფრინველების, ასევე ღორების კუნძულებს.

ბრაზიანი ჩიტები-ის გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო 2016 წლის აგვისტოში. ახალი იდეები ფილმისთვის აირჩა იმ პირობით, რომ ფრინველები და ღორები გაეთიანდებოდნენ საკუთარი თავის გადასარჩენად, რაც, როგორც წესი, ბრაზიანი ჩტები-ის თამაშებში არ ხდება. 2019 წლის მარტში გამოცხადდა ფილმის ახალი პერსონაჟები, მსახიობების ახალ წევრებთან ერთად. ჰეიტორ პერეირა დაბრუნდა ფილმის საპროექტო კომპოზიციების შესაქმნელად, ისეთ ხელოვანებთან ერთად, როგორებიც არიან კეშა და ლუკ კომბსი, რომლებმაც, შემდგომში ფილმის საუნდტრეკები შეასრულეს.

ფილმი თეატრალურად გამოვიდა 2019 წლის 2 აგვისტოს გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ხოლო შეერთებულ შტატებში 14 აგვისტოს. ფილმა მოაგროვა 154 მილიონი აშშ დოლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მიიღო არაერთგვაროვანი შეფასება, თუმცა მრავალი კრიტიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს ფილმი მისი წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებულია. ეს არის ასევე საუკეთესო განხილვის მქონე ფილმი Rotten Tomatoes– ზე, რომელიც ვიდეო თამაშზე დაყრდნობითაა გადაღებული.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის შესახებ, რომ ბრაზიანი ჩიტები-ის მეორე ნაწილი გამოვიდოდა 2016 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.[1] ფილმის რეჟისორი იყო თორუპ ვან ორმანი, თანარეჟისორი ჯონ რაისი და სცენარის ავტორი პიტერ აკერმანი. ჯონ კოენი პირველი ფილმის მსგავსად პროდიუსერი გახდა, ანიმაცია კი Sony Pictures Imageworks- ს მიერ შეიქმნა. Imageworks- ის დობილმა სტუდიამ Sony Pictures Animation-მა გამოაქვეყნა ფილმი მათი ბანერის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წინასწარ დატოვა პროექტის თანაპროდიუსერის ადგილი და არც პირველი ფილმის თანაპროდიუსერი იყო.

2017 წლის ზაფხულში, წარმოების დიზაინერმა პიტ ოსვალდმა თქვა, რომ გაგრძელება იქნებოდა უფრო სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ახალ გმირებს და ლოკაციებს მოიცავდა მას არ შეეძლო დამატებითი დეტალების გამოეცხადებინა სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ პრემიერამდე. ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, პიტმა განაცხადა, რომ იმედს იტოვებდა, რომ ფილმი პირველ ნაწილზე უკეთესი იქნებოდა.[2]

მსახიობთა შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის აპრილში ცნობილი გახდა გამხმოვანებელთა უმეტესობის შესახებ. სუდეიკისი, გადი, მაკბრაიდი, რუდოლფი, ჰადერი და დინკლეიჯი პირველი ფილმის მსგავსად, აქაც შეასრულებდნენ თავიანთ როლებს. ჯონსი შეასრულებდა ახალ ბოროტმოქმედ ქალს, [3] [4] ფილმის სარეკლამო რგოლის მიხედვით გახდა ცნობილი, რომ ის ზეტა იქნებოდა.[5] 2018 წლის დეკემბერში ნიკი მინაჟი შეუერთდა ფილმის მსახიობებს.[6] გამოსვლისთანავე, სარეკლამო რგოლების მეშვეობით გაირკვა, რომ პირველი ფილმში მონაწილე ჰალი, მწვანე ჩიტი, ფილმში მონაწილობას კვლავ მიიღებდა. [7] მას ენტონი პედილა გაახმოვანებდა. [8] მომდევნო დღეს, პროდიუსერმა ჯონ კოენმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ აუკუაფინა გაახმოვანებდა კორტნის, მდედრობითი სქესის ღორს.[9]

როდესაც ფილმის პირველი სრული ტრეილერი გამოვიდა 2019 წლის 27 მარტს, უფრო მეტი დეტალი გამოვლინდა გაგრძელების პერსონაჟებისა და მათი გამხმოვანებლების შესახებ. ფილმში გამოჩენილ ახალ პერსონაჟებს შორის იყო სილვერი, ჩიტი. [10] ივნისის ბოლოს ფილმის ბოლო თრეილერმა ცხადყო, რომ ტერენტი, დიდი წითელი ფრინველი პირველი ფილმიდან, გამოჩნდება ისე, რომ მას ნოლან ნორტი გაახმოვანებდა შონ პენის ნაცვლად.[11]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიტორ პერეირა, რომელმაც მუსიკა შექმნა პირველი ფილმისთვის მეორე ნაწილის შექმნაშიც იღებდა მონაწილეობას. 2019 წლის 25 ივლისს კეშამ გამოუშვა სიმღერა "Best Day (Angry Birds 2 Remix)" ფილმისთვის, როგორც სინგლი. [12] რამდენიმე დღის შემდეგ, ლუკ კომბსმა ფილმისთვის გამოუშვა სიმღერა "Let's Just Be Friends", როგორც სინგლი. [13] ორივე სინგლი ანიმაციის დასასრულის სცენებში გამოიყენეს.

ფილმში ასევე იყო ჯაკომო პუჩინის არია „Un bel di vedremo" მისი ოპერიდან „მადამა პეპელა" . [14]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და ნომინაციები
ჯილდო თარიღი კატეგორია შედეგი Ref.
სახალხო არჩევანის ჯილდო 2019 წლის 10 ნოემბერი საყვარელი ანიმაციური ვარსკვლავი ნომინირებული [15]
საყვარელი საოჯახო ფილმი ნომინირებული
Nickelodeon's Kids 'Choice Awards 2020 წლის 2 მაისი საყვარელი ანიმაციური ფილმი ნომინირებული [16]
ანიმაციური ფილმის საუკეთესო მამაკაცი გამხმოვანბელი (ჯოშ გადი) მოგებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Annecy: Kristine Belson on Sony Pictures Animation's upcoming slate. Variety Magazine (June 15, 2017). ციტირების თარიღი: May 27, 2018.
  2. McNary, Dave (August 25, 2016). „‘Angry Birds Movie’ Sequel in the Works at Rovio“. Variety. ციტირების თარიღი: March 2, 2018.
  3. IANS. Angry Birds Movie sequel turning out to be awesome: Pete Oswald (June 24, 2017). ციტირების თარიღი: January 27, 2019.
  4. McNary, Dave. (April 20, 2018) Jason Sudeikis, Josh Gad to Return for ‘Angry Birds Movie 2’ Voice Cast. ციტირების თარიღი: April 20, 2018.
  5. Siegel, Tatiana. (April 20, 2018) Leslie Jones, Rachel Bloom, Sterling K. Brown Join Voice Cast of 'Angry Birds 2'. ციტირების თარიღი: April 20, 2018.
  6. Aguilar, Carlos. (February 21, 2019) The Angry Birds Movie 2’ Teaser Introduces A New Character On A Frozen Island. ციტირების თარიღი: February 22, 2019.
  7. McNary, Dave. (December 24, 2018) Nicki Minaj Joins ‘Angry Birds Movie 2’ Voice Cast (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: December 24, 2018.
  8. The Angry Birds Movie 2 Official Teaser Trailer (February 21, 2019). ციტირების თარიღი: February 22, 2019.
  9. Movie 2, The Angry Birds. (April 22, 2019) Guess who’s back?! @AnthonyPadilla returns as Hal in The #AngryBirdsMovie2, in theaters this summer! pic.twitter.com/yPgTgGaCx3. ციტირების თარიღი: April 23, 2019.
  10. Cohen, John. (February 22, 2019) Introducing Courtney – voiced by @Awkwafina! #AngryBirdsMovie2pic.twitter.com/SUZRwIE8EM. ციტირების თარიღი: February 22, 2019.
  11. See Tiffany Haddish Make Her Debut as the Adorable Debbie in The Angry Birds Movie 2. ციტირების თარიღი: 2019-06-06.
  12. THE ANGRY BIRDS MOVIE 2 - Final Trailer (June 20, 2019). ციტირების თარიღი: June 29, 2019.
  13. Kesha. (July 26, 2019) 'Best Day' (Angry Birds 2 Remix) by Kesha on Apple Music. ციტირების თარიღი: July 27, 2019
  14. Freeman. (2 August 2019) Hear Luke Combs’ New ‘Let’s Just Be Friends’ From ‘Angry Birds Movie 2’. ციტირების თარიღი: 28 August 2019
  15. Alci Rengifo. ‘The Angry Birds Movie 2’ Flies Into New Territory With Bigger Laughs. ციტირების თარიღი: 2020-03-25.
  16. Archived copy. ციტირების თარიღი: 2020-05-06.