ბრაზიანი ჩიტები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაზიანი ჩიტები)
„ბრაზიანი ჩიტები“

ფილმის ლოგო
ინგლ. Angry Birds
ფილმის ტიპი ანიმაციური კომედიური ფილმი
რეჟისორი

ქლაი კაიტისი

ფერგალ რეილი
პროდიუსერი

ჯონ კოჰენი

კატერინ უინდერი
ეფუძნება Rovio Entertainment-ის „ბრაზიანი ჩიტები"-ს
როლებში
კომპოზიტორი ჰეიტორ პერეირა
მწარმოებელი კომპანია

Columbia Pictures

Rovio Animation
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი

5 მაისი, 2016 (პარიზი) 13 მაისი, 2016 (ფინეთი)

20 მაისი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 97 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

ფინეთის დროშა ფინეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 73 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 352.3 მილიონი აშშ დოლარი

ბრაზიანი ჩიტები (ინგლ. The Angry Birds Movie (აშშ); Angry Birds (გაერთიანებული სამეფო) [1] ) — 2016 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია Rovio Entertainment– ის ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების სერიაზე. ფილმი წარმოებული Columbia Pictures-ისა და Rovio animation-ის მიერ და გავრცელება Sony Pictures Motion Picture Group-ის მხარდაჭერით. ფილმის რეჟისორები იყვნენ კლეი კაიტისი და ფერგალ რეილი, რომელთათვისაც ბრაზიანი იტები სადებიუტო ნაწარმოებს წარმოადგენდა. ფილმის სცენარის ავტორია ჯონ ვიტი. ფილმში, როგორც გამხმოვანებლები მონაწილეობენ: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, დენი მაკბრაიდი, ბილ ჰადერი და პიტერ დინკლეიჯი.

ბრაზიანი ჩიტები გამოვიდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში 2016 წლის 20 მაისს. მან მიიღო არაერთგვაროვანი მიმოხილვა Metacritic– სა და Rotten Tomatoes–ზე, სადაც ფილმს მეტად გასართობი სახის ნაწარმოებს უწოდებდნენ. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბიტ 352 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ის გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მეოთხე ფილმი, რომელიც გადაღებულია ვიდეო თამაშების მიხედვით. Sony Pictures Animation თანაავტორობით გამოვიდა ფილმის მეორე ნაწილიც, ბრაზიანი ჩიტები 2 2019 წლის აგვისტოში.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის დეკემბერში ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ფილმი გამოვიდოდა, თუმცა IGN– მ აღნიშნა, რომ ეს „თვეების შემდეგ” მოხდებოდა. [2] სწორედ ბრაზიანი ჩიტების კომპიუტერული თამაშების წარმატების გამო გაჩნდა ფილმის წარმოების იდეაც. [3] პფილმის მცირე მონაკვეთი 2014 წლის ოქტომბერში გასაჯაროვდა, სადაც როლებს ირგებდნენ: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, დენი მაკბრაიდი, ბილ ჰედერი, მაია რუდოლფი და პიტერ დინკლეიჯი.[4] თავდაპირველად გადმა უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე, რადგან იგრძნო, რომ იგი თავისი ახალი პერსონაჟი ჩალიან ჰგავდა ძველ, ოლაფის პერსონაჟს ფილმში გაყინული (2013), მაგრამ რეჟისორმა მსახიობი საბოლოოდ დაარწმუნა. [5] [6] ფილმის ბიუჯეტი 80 მილიონი აშშ დოლარით (75 მილიონი ევრო) არის შეფასებული.[7] Rovio- მ და Sony Pictures- მ გამოაცხადეს, რომ ისინი დახარჯავენ დაახლოებით 100 მილიონ ევროს ფილმის მარკეტინგისა და დისტრიბუციისთვის.[8] 2015 წლის აგვისტოს განმავლობაში, როვიომ გამოაცხადა, რომ ისინი 250 სამუშაო ადგილის გათავისუფლებას აპირებდნენ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით. [9]

როდესაც მრავალრიცხოვანი მსხვილი სტუდიები დაუკავშირდნენ როვიოს, რომ განეხილად კინოადაპტაციის წარმოება 2010 წელს, ჰედმა საბოლოოდ გადაწყვიტა როვიო დაეარსებინა საკუთარი ანიმაციური სტუდია და მას ემუშავა ფილმზე, ვიდრე რისკის ქვეშ დაეყენებინა ორიგინალურობის არსებობა სხვა კომპანიათან თანამშრომლობით. დევიდ მაისელმა, Marvel Studios- ის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ, ჰედესსა და როვიოს დახმარება შესთავაზა ფილმის წარმოებაში, [10] ასევე ჯონ კოენმა Illumination Entertainment- იდან და კეტრინ ვინდერი Lucasfilm-დან, რომელიც მოგვიანებით ფილმის პროდიუსერი გახდა. [11] ანიმაციური სერვისები მუშაობდა Sony Pictures Imageworks- ის მიერ, [12] ხოლო Skywalker Sound- მა პროექტს წარმოების პერიოდში აუდიო დახმარება გაუწია. [13]

ბრაზიანი ჩიტები-ის პერსონაჟები არ იყო გამოსახული მათ ანთროპომორფულ კინემატოგრაფიულ ჩვენებებში, სანამ ფილმი არ გამოცხადდებოდა, რათა თავიდან ყოფილიყო აეცილებინათ ნებისმიერი სახის სპოილერები. [14]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის საუნდტრეკი, სახელწოდებით ბრაზიანი ჩიტები:ორიგინალური მოძრავი სურათის საუნდტრეკი, გამოვიდა 2016 წლის 6 მაისს.

ATCO Records– მა ფილმის მთავარი მუსიკა გამოაქვეყნა 2016 წლის 12 მაისს.

,,მშვენიერი ცხოვრება" ინგლისურ ენაზე ფილმის საერთაშორისო ჩვენებებში შეიცვალა ბი ჯიზის ,,You Should Be Dance"-ით.

გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ფილმის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2016 წლის 1 ივლისს, [15] მაგრამ მოგვიანებით გადაიტანეს 20 მაისამდე. [16] 2015 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა ფილმის სარეკლამო რგოლები, [17] ოთხი თვის შემდეგ კი გამოვიდა მეორე თრეილერი. [18] საერთაშორისო თრეილერის დებიუტი შედგა 2016 წლის მარტში. [19]

ფილმი გამოვიდა დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 13 მაისს, ხოლო შეერთებულ შტატებსა და კანადაში 2016 წლის 20 მაისს. RealD 3D და 4DX ფორმატებში.

ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოების ნომინაციები
ჯილდო თარიღი კატეგორია მიმღები (s) შედეგი Ref(s)
ჯუსის ჯილდოები 2017 წლის 24 მარტი საუკეთესო ფილმი ნომინირებული [20]
ჰოლივუდის მუსიკა მედიის ჯილდოებში 2016 წლის 17 ნოემბერი საუკეთესო ორიგინალური სიმღერა - ანიმაციური ფილმი ჰეიტონ პერეირა ნომინირებული [21][22]
საბავშვო არჩევანის ჯილდოები 2017 წლის 11 მარტი ყველაზე სასურველი შინაური ცხოველი ჯეისონ სუდეიკისი ნომინირებული [23]
Teen Choice Awards 2016 წლის 31 ივლისი ნომინირებული [24]
საუკეთესო მუსიკა: სიმღერა კინოდან ან სატელევიზიო შოუდან დემი ლოვატოს ,,I Will Survive"[24] [24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ANGRY BIRDS [2D]. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  2. Davis, Justin. ANGRY BIRDS MOVIE ANNOUNCED FOR 2016. ციტირების თარიღი: 24 June 2016.
  3. Takahashi, Dean. Rovio’s Jami Laes on keeping Angry Birds in the entertainment vortex (interview). ციტირების თარიღი: 14 May 2016.
  4. McNary, Dave (October 1, 2014). „‘Angry Birds’ Movie Casts Jason Sudeikis, Josh Gad, Peter Dinklage, Maya Rudolph“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 20, 2016. ციტირების თარიღი: October 1, 2014.
  5. Hadley, Glenn. 'Angry Birds Movie': Why Actor Josh Gad Initially Said 'No' to the Film. ციტირების თარიღი: 14 May 2016.
  6. Tilly, Chris. JOSH GAD SAYS ANGRY BIRDS MOVIE IS "UNEXPECTEDLY SMART". ციტირების თარიღი: 14 May 2016.
  7. Saarinen, Juhani; Teivainen, Aleksi (March 19, 2015). „Rovio splashes over €100m in animated feature“. Helsinki Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2015. ციტირების თარიღი: March 23, 2015.
  8. Saarinen, Juhani; Teivainen, Aleksi (March 19, 2015). „Rovio splashes over €100m in animated feature“. Helsinki Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2015. ციტირების თარიღი: March 23, 2015.
  9. Spangler, Todd. ‘Angry Birds’ Maker Rovio to Axe 260 Jobs, But Spares Movie Staff. ციტირების თარიღი: August 28, 2015.
  10. (2016) The Art of The Angry Birds Movie. IDW Publishing. 
  11. (2016) The Art of The Angry Birds Movie. IDW Publishing. 
  12. The Angry Birds Movie en. Sony Pictures Entertainment Inc.. ციტირების თარიღი: August 24, 2020.
  13. The Angry Birds Movie. Lucasfilm Ltd.. ციტირების თარიღი: August 24, 2020.
  14. (June 1, 2016) The Art of The Angry Birds Movie. IDW Publishing, გვ. 9. „Maisel: "[W]e also talked about how to make the movie as big as possible. Mikael and I agreed back in 2011 that...we should do certain things to protect the movie...Let's not let the birds have arms and legs until the movie comes out. Let's not have CGI-grade animation until the movie comes out. These were things that, we knew, if we could protect those things, then the movie had a chance to be really special..."“ 
  15. Sony Takes Worldwide Rights To Angry Birds Movie, Will Release It In 2016. Deadline (May 15, 2013). ციტირების თარიღი: February 23, 2014.
  16. Sony's Angry Birds Movie Gets a New Release Date (December 24, 2014). ციტირების თარიღი: December 24, 2014.
  17. The Angry Birds Movie – Official Teaser Trailer. YouTube (September 23, 2015). ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  18. The Angry Birds Movie – Official Theatrical Trailer. YouTube (January 27, 2016). ციტირების თარიღი: January 27, 2016.
  19. The Angry Birds Movie – Official International Theatrical Trailer. YouTube (March 1, 2016). ციტირების თარიღი: March 2, 2016.
  20. Tässä ovat Jussi-gaalan kaikki voittajat: Hymyilevä mies on paras elokuva - voitti yhteensä 8 palkintoa. ციტირების თარიღი: March 25, 2017
  21. Justin Timberlake & Alexandre Desplat Among Winners At Hollywood Music In Media Awards. ციტირების თარიღი: November 18, 2016
  22. McNary, Dave. (November 2, 2016) ‘La La Land’ Scores Three Hollywood Music in Media Nominations. Variety. ციტირების თარიღი: November 3, 2016.
  23. Justin Timberlake and Kevin Hart Lead Nickelodeon’s Kids’ Choice Awards Nominations. Variety (February 24, 2017). ციტირების თარიღი: February 24, 2017.
  24. 24.0 24.1 24.2 Vulpo, Mike. (May 24, 2016) Teen Choice Awards 2016 Nominations Announced: See the "First Wave" of Potential Winners. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 25, 2016. ციტირების თარიღი: May 25, 2016.