ბჟუჟჰესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბჟუჟჰესიჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან 2,5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ბჟუჟზე. ჰესის მშენებლობა გადაწყდა 1939 წელს და ის 1940 წელს უნდა დაწყებულიყო და 1942 წელს დასრულებულიყო. მაგრამ მშენებლობა 1950 წელს დაიწყო. დაგეგმილი იყო 7,8 ათასი კვტ/სთ სიმძლავრის ჰესის აგება. მშენებლობა დასრულდა 1956 წელს. ჰესი გაიხსნა ამავე წლის 14 თებერვალს.[1] ამჟამად მისი მესაკუთრეა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „დავიმორჩილოთ მდინარე ბჟუჟი, სინათლედ ვაქციოთ მისი ენერგია“, გაზეთი „ლენინის დროშა“, 1955 წ. N126. გვ 2-3
  2. ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან