შინაარსზე გადასვლა

ბო დერეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბო დერეკი
დაბადების სახელი Mary Cathleen Collins
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1956 (1956-11-20) (69 წლის)
ლონგ-ბიჩი, აშშ
საქმიანობა მსახიობი

ბო დერეკი (ინგლ. Bo Derek, დაბადების სახელი მერი კოლინზი ინგლ. Mary Cathleen Collins; დ. 20 ნოემბერი, 1956, ლონგ-ბიჩი, კალიფორნია)[1]ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი.

დაიბადა ფოტოგრაფისა და სარეკლამო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ოჯახში. 16 წლის ასაკში შეხვდა მსახიობს და რეჟისორს ჯონ დერეკს, რომელიც 30 წლით იყო მასზე უფროსი. ისინი დაქორწინდენ 1976 წელს გერმანიაში, როგორც კი ჯონმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების პროცესი დაასრულა.

ჯონ დერეკი გულის შეტევით გარდაიცვალა 1998 წელს. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. 2002 წლიდან ბო დერეკი ხვებოდა მსახიობს ჯონ კორბეტს, რომელთან ერთად სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დასახლდა. ისინი 2020 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.

ბო დერეკი ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერად. ის კალიფორნიის შტატის საცხენოსნო სპორტის კომისიის წევრია და აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საქმიანობაში. ბავშვობიდან ცხენებისა და საცხენოსნო სპორტის მოყვარულს ჰყავს ანდალუსიური ცხენები და ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის კამპანიის წარმომადგენელია ფედერალური და სახელმწიფო კანონმდებლობების გზით ცხენების დახოცვის შესაწყვეტად. დერეკი მუშაობს ასევე კალიფორნიის რბოლების საბჭოში.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977სიკვდილი აისბერგებშიOrca, the Killer Whaleენი
1979ათიანი10ჯენი
1980წელიწადის დროების ცვლაA Change of Seasonsლინდსი რატლეჯი
1981ტარზანი, ადამიანი-მაიმუნიTarzan, the Ape Manჯეინ პარკერი
1984ბოლეროBoleroეივი მაკგილვერი
1989მოჩვენებები ამას არ აკეთებენGhosts Can’t Do Itქეიტ სკოტი
2000მკვლელობა კანის კინნოფესტივალზეMurder at the Cannes Film Festivalტადა პრაისი
2001ოთახი 101Horror 101მის ელისონ ჯეიმსი
2002გარდასახვის ოსტატიThe Master of Disguiseკამეო
2003-2005მეშვიდე ცა7th Heavenმისის კინკერკი
2006მოდის სახლიFashion Houseმარია ჯანი
2012ჩაკიChuckკამეო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]