ბოჭორმის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის სამების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,85 x 2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, დანგრეულია ჩრდილო კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ჩრდილო კედელზე შემორჩენილია კამარის ქუსლის წყობის რამდენიმე ქვა, სამხრეთ კედელში — შესასვლელის წირთხლების ქვედა ნაწილები. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]