ბოჭორმის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის პირველი ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. ზედაპირულად შეგროვდა გვიანდელი ბრინჯაოს — ადრინდელი რკინის ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკული მასალა. შავად ან ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი დამზადებულია სამეთუნეო მორგვზე, წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]