ბოჭორმის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის პირველი ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,3 x 4,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი. ეკლესიას ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელი ჰქონია. ღრმა, არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია აფსიდის კონქის ქუსლის წყობის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]