ბოჭორმის მეოთხე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის მეოთხე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ადგილ მქლიავანაში, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი ბუდე (10 x 5 მეტრი; 7 x 4 მეტრი და ასე შემდეგ, კედლების სისქეა 0,4–0,6 მეტრი). შენობები ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ნასახლარი ბუდეები ნაწილობრივ ამოვსებულია მიწით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]