შინაარსზე გადასვლა

ბოჭკოვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოჭკოვანა

მიწისეული ბოჭკოვანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ბოჭკოვანასებრნი
გვარი:  ბოჭკოვანა
ლათინური სახელი
Inocybe (Fr.) Fr. (1863)
ტიპური სახეობა
  • Inocybe relicina (Fr.) Quél. (1888)

ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe) — სოკოების გვარი ბოჭკოვანასებრთა ოჯახისა, რომელშიც გაერთიანებულია 1000-ზე მეტი სახეობა. მიკორიზას წარმოქმნიან სხვადასხვა სახოების ხეებთან. სახელწოდება მიიღო ბოჭკოვანი ფეხის წყალობით.

გვარში შემავალი თითქმის ყველა სახეობა შხამიანია, მათ შორის არის სასიკვდილოდ შხამიანები, მაგ., ისეთი როგორიცაა წვეტიანი ბოჭკოვანა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსინ მუსკარინს, ხოლო ზოგიერთი სახეობა აგრეთვე შეიცავს ფსილოციბინსაც, მაგალითად, Inocybe aeruginascens.[1]

ნაყოფსხეული ქუდ-ფეხიანია, ცენტრალური. ქუდი — კონუსური ან ზარისებრი, ცენტრში ხშირად ბორცვაკით, აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი, ზოგჯერ ქერცლოვანი, ხშირად რადიალურად დახეთქილი. ფეხი აბრეშუმისებრია, ხშირად ქერცლოვანი. ფირფიტები შეზრდილია, მკრთალ-მურადან ყავისფრამდე. სპორების ფხვნილი — ყვითელ-მურა.

როგორც წესი, იზრდებიან ჯგუფებად ნესტიან ნიადაგზე, წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, გზის პირებზე, პარკებში, ბაღებსა და მდელოებზე. სეზონი — მაისიდან ნოემბრამდე.[2][3][4] ტიპური სახეობაა Inocybe relicina.[5][6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Über die Vergiftung durch Pilze aus der Gattung Inocybe (Rißpilze und Faserköpfe). link.springer.com. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2025.
  2. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p232 pp., ISBN 978-3-440-13447-4
  3. a b Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 47, ISBN 3-405-12116-7
  4. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 336-351, ISBN 978-3-440-14530-2
  5. Inocybe en. MycoBank. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2025.
  6. Inocybe. Inocybe.org. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2025.