შინაარსზე გადასვლა

ბოფორტის სკალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოფორტის სკალა (ინგლ. Beaufort scale) ― ემპირიული საზომი, რომელიც ქარის სიჩქარეს ზღვაზე ან ხმელეთზე დაკვირვებულ მდგომარეობასთან აკავშირებს. სრული სახელია ბოფორტის ქარის ძალის სკალა.

XVIII საუკუნეში საზღვაო ოფიცრები რეგულარულად აკვირდებოდნენ ამინდს, მაგრამ სტანდარტული სკალა არ არსებობდა და გადაწყვეტილებებს სუბიექტურად იღებდნენ: ზოგიერთისთვის „ძლიერი ბრიზი“ სხვისთვის შეიძლებოდა „მსუბუქი ბრიზი“ ყოფილიყო. ბოფორტმა სკალა სტანდარტიზებული ვარიანტია, რომელიც 1805 წელს ფრენსის ბოფორტმა შემოიღო, თუმცა ოფიციალურად 1830-იან წლებში მიიღეს. ბოფორტის სკალა პირველად გამოიყენეს 1831-1836 წლებში, ჩარლზ დარვინის მეორე მოგზაურობის დროს. HMS Beagle-ის კაპიტანმა რობერტ ფიცროიმ მოგვიანებით პირველი მეტეოროლოგიური ოფისი დააარსა ბრიტანეთში, რომელიც რეგულარულად გამოსცემდა ამინდის პროგნოზებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. National Meteorological Library and Archive Fact sheet 6 – The Beaufort Scale. Met Office. ციტირების თარიღი: 2011-05-13