ბოტსვანის ისტორია
ბოტსვანის ისტორია იწყება მილიონი წლის წინანდელი ძველი ქვის ხანის დასახლებებიდან, გრძელდება ბანტუს ტომების მიგრაციით და ბეჩუანალენდის ბრიტანული პროტექტორატით 1966 წლამდე, ვიდრე ბოტსვანამ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა.
წინარეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალაჰარის უდაბნოში ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაშია ადამიანის ნასახლარი აღმოჩენილი.[1] ნასახლარები აგრეთვე აღმოჩენილია მეზოლითისა და ნეოლითის ხანაში.[1] ბოტსვანის პირველი მოსახლეები იყვნენ ბუშმენები და მათთან დაკავშირებული ჰოტენტოტები. ქრისტეშობამდე დაახლოებით 3000 წლის წინ დაიწყო ბანტუელთა მიგრაცია დასავლეთ აფრიკიდან. როგორც დღესდღეობით ცნობილია, მიგრაციის მიზეზი კლიმატის ცვლილება იყო. დაახლოებით 190 წლისთვის ბანტუელი მოსახლეობის განსახლების ზონა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადადის და თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიას იკავებს.
წინაკოლონიალური ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]650 წლისთვის თანამედროვე ბოტსვანას ტერიტორიაზე არსებობდა ტოუტსვეს სახელმწიფო, რომლისთვისაც დაახლოებით 1050 წლისთვის აყვავების ხანა დადგა; სახელმწიფომ არსებობა მე-15 საუკუნემდე განაგრძო. ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება ძირითადად მესაქონლეობაზე იყო დაფუძნებული, ეს იყო წარმოების დარგი, რომელიც რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყანას.[1]
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fred Morton, Jeff Ramsay, Part Themba Mgadla: Historical Dictionary of Botswana. Scarecrow Press, Lanham, Maryland/Oxford 2008, ISBN 978-0-8108-6404-7. Auszüge bei books.google.de
- Fred Morton, Jeff Ramsay: A history of the Bechuanaland Protectorate from 1910 to 1966. Longman, London 1990, ISBN 0-582-00584-1.
- Thomas Tlou, Alec Campbell: History of Botswana. 2. Auflage. Macmillan, Gaborone 1997, ISBN 0-333-36531-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ბოტსვანის ისტორია ძვ. წ. 1 000 000 წლიდან ახ. წ. 1700 წლამდე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2017-10-15.