შინაარსზე გადასვლა

ბოტრიდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოტრიდიუმი (ლათ. Botrydium) — მოყვითალო-მწვანე წყალმცენარეების გვარი. ბინადრობენ ტენიან ნიადაგებზე და წყალსატევების ნაპირებზე. აქვს მსხლისებრი უუჯრედო, მრავალბირთვიანი თალუსი. ნიადაგს ემაგრება უფერული რიზოიდებით. წყალში მრავლდება ზოოსპორებით, ნიადაგზე კი — აპლანოსპორებით (უსქესო გამრავლების უმოძრაო სპორები). გაშრობისას ბოტრიდიუმი წარმოქმნის მრავალბირთვიან ცისტებს, რომელთაგან ვითარდება ახალი მცენარე ან მრავალი ზოოსპორა. სქესობრივი გამრავლება ცნობილი არ არის.