ბოტნიის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოტნიის ზღვა
Bottenhavet ka.png
ზოგადი ინფორმაცია
ფართობი 79 ათ. კმ²
მოცულობა 4530 ათ. კმ³
უდიდესი სიღრმე 293 

ბოტნიის ზღვა, ბოტენჰავი (შვედ. Bottenhavet; ფინ. Selkämeri) — ბოტნიის ყურის სამხრეთი ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბოტნიის უბესა და ბალტიის ზღვას. მდებარეობს ბოტნიის ყურის სამხრეთით და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთით. ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება ფინეთს და შვედეთს, ბოტნიის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს ალანდის კუნძულები და არქიპელაგის ზღვა. ბოტნიის ზღვის ფართობია დაახლოებით 79,000 კმ². უდიდესი სანაპირო ქალაქები მდებარეობს, ზღვის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ესენია: რაუმა და პორი ფინეთში და ევლე და სუნდსვალი შვედეთში. უმეო (შვედეთი) და ვაასა (ფინეთი) არის ზღვის უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]