დავით ბოსტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბოსტაშვილი, დავით)

დავით (დათუნა) ბოსტაშვილიმაჩხაანელი გლეხი, ერეკლე II-ის მიერ გააზნაურებული. 1751 წელს აგრის ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე რომ ალაზანზე გადმოდიოდა, ბოსტაშვილმა იგი ხიფათს გადაარჩინა. ხალხმა მასზე ლექსი გამოთქვა. ლექსში მოთხრობილი ამბავი ემთხვევა წერილობით წყაროებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]