შინაარსზე გადასვლა

ბოსნიური ლონაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნიური ლონაცი

ბოსნიური ლონაცი (ბოსნ. Bosanski Lonac) — რაგუს ბოსნიური ნაირსახეობა.[1][2] ბოსნიური ლონაცის ინგრეტები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს და დამოკიდებულია რეგიონზე, თუმცა ის აუცილებლად შეიცავს მსხვილად დაჭრილ ხორცს და ბოსტნეულს.[3] კერძში გამოყენებული ხორცი ძირითადად არის სხვა და სხვა სახის ხორცის ნაჭრების ნარევი.[4] მას ბოსნიელების ეროვნულ კერძს უწოდებენ.[5]

ლონაცს მიირთმევდნენ როგორც მდიდრები ასევე ღარიბები. მდიდრები ამზადებდნენ ბევრი ხორცით და ძვირფასი ინგრედიენტებით, ხოლო ღარიბები იმით რაც გააჩნდათ. ტრადიციული ინგრედიენტებია: ძროხის ან ხბოს ხორცი, კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი, სტაფილო, ოხრახუში, ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები. ეს ყველაფერი ღრმა ქოთანში 1-2 ლიტრ წყალში იხარშება.

ტრადიციულად ბოსნიური ლონაცი თიხის ქოთნებში კეთდებოდა. თიხის ქოათანი მოსახარშად საცეცხლურზე ან მიწაში სპეციალურად გაკეთებულ ორმოში იდგმებოდა. კერძის მომზადებას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Albala, K. (2011). Food Cultures of the World Encyclopedia, Food Cultures of the World Encyclopedia. Greenwood, გვ. 53. ISBN 978-0-313-37626-9. ციტირების თარიღი: January 9, 2017. 
  2. Wright, C. (2012). The Best Stews in the World: 300 Satisfying One-Dish Dinners, from Chilis and Gumbos to Curries and Cassoulet. Harvard Common Press, გვ. 360. ISBN 978-1-55832-747-4. ციტირების თარიღი: January 9, 2017. 
  3. Dale, R. (2000). The Wordsworth Dictionary of Culinary & Menu Terms, Reference Library. Wordsworth, გვ. 55. ISBN 978-1-84022-300-2. ციტირების თარიღი: January 9, 2017. 
  4. Walker, F.A. (2006). Black Island: Memories from the Adriatic. Vanguard, გვ. 140. ISBN 978-1-84386-288-8. ციტირების თარიღი: January 9, 2017. 
  5. Long, L.M. (2015). Ethnic American Food Today: A Cultural Encyclopedia, Ethnic American Food Today. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 79. ISBN 978-1-4422-2731-6. ციტირების თარიღი: January 9, 2017.