ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული ერთეულების რუკა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა — იყოფა სამ პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულად: სერბიული რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია, საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ იმყოფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბრჩკოს ოლქი .

ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყოფა 10 კანტონად (ბოსნ. kantoni).

კანტონები აგრეთვე ყოფიან 79 მუნიციპალიტეტად (ბოსნ. općine).

სერბთა რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბული რესპუბლიკა ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისაგან განსხვავებით იყოფა 6 რეგიონად (სერბ. регије)[1][2].

  1. პრიედორი (ადრე შედიოდა ბანია-ლუკის რეგიონში)
  2. ბანია-ლუკა, მის შემადგენლობაშია 2 სუბრეგიონი მრკონიჩ-გრადის სუბრეგიონი და გრადიშკის სუბრეგიონი
  3. დობოი
  4. ბიელინა, მის შემადგენლობაშია ზვორნიკის სუბრეგიონი
  5. ისტოჩნო-სარაევო (აღმოსავლეთი სარაევო), მის შემადგენლობაშია ფოჩის სუბრეგიონი
  6. ტრებინე

რეგიონები აგრეთვე იყოფიან 57 თემად (სერბ. општина).

ბრჩკოს ოლქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბრჩკო, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეს ტერიტორია თვითმართვადი პოლიტიკური ერთეულია. იგი ერთდროულად ეკუთვნის ფედერაციის ორივე სუბიექტს და იმყოფება საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]