ბოსნია და ჰერცეგოვინის სამზარეულო

ბოსნია და ჰერცეგოვინას სამზარეულო (ბოსნ. Bosanska kuhinja) — წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავს. საკვები მჭიდროდაა დაკავშირებული: ყოფილი იუგოსლავიის, შუა აღმოსავლეთის, ხმელთაშუა ზღვის და ბალკანეთის სხვა სამზარეულოებთან.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოსნიურ სამზარეულოში უხვად გამოიყენება სუნელები, თუმცა კერძები მაინც მსუბუქია, რადგან ისინი დიდ რაოდენობით წყალში იხარშება. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, სოკო, ისპანახი, ზუკჩინი, სხვა და სხვანაირი მარცვლეულობა, ქლიავი, რძე, არაჟანი, კაიმაკი. ხორცეული ისლამური წესის მიხედვით ძირითადად სხვრის და ხბოს ხორცისგან შედგება. ბოსნიაში მცხოვრები სერბები და ხორვატები ღორის ხორცსაც მოიხმარენ.
კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოსნიურ კერძების მაგალითს წარმოადგენენ: ჩევაპი, ბორეკი, ტოლმა, აჯვარი და აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ისეთი ტკბილეულობა როგორიცაა: ფახლავა და ჰალვა. ადგილობრივი ღვინოების უმეტესობა იწარმოება ჰერცეგოვინაში, ხოლო ბოსნიაში აკეთებენ ქლიავის ან ვაშლის რაკიას. არა ალკოჰოლური სასმელებიდან პოპულარულია: ბოზა, თურქული ყავა, შერბეთი და ანწლის წვენი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tim Clancy, Bosnia & Herzegovina, The Bradt Travel Guide, 2004, pp. 93–97, ISBN 1-84162-094-7
- (2005) რედ. Darra Goldstein: Culinary cultures of Europe: identity, diversity and dialogue. ევროპის საბჭო, გვ. 87–94. ISBN 92-871-5744-8.