ბოსნია და ჰერცეგოვინის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემირ კუშტურიცა.
გორან ბრეგოვიჩი.

ბოსნია და ჰერცეგოვინის კულტურა მოიცავს ამ ქვეყნის: ანტიკურ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას, მუსიკას, კინოს, სპორტს და სამზარეულოს.

ანტიკური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადანის გამოქვაბულის კედლის ნახატები თარიღდება პალეოლითის (ძვ. წ. 1400) ხანით. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უძველესი პალეოლითის ხანის ნიმუში. ბოსნია და ჰერცოგოვინაში ასევე მრავლად მოიპოვება ნეოლითის ხანის (ძვ. წ. 5000) ნიმუშები. ბრინჯაოს ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო ილირიული ტომებით. ილირიელები დაიპყრეს რომაელებმა, რომელი პერიოდიდანაც შემორჩა გზები, ხიდები და მოზაიკით გაწყობილი ვილების ნაშთები. პირველ ბოსნიურ ხელოვნების ნიმუშებად ითვლება საფლავის ქვებზე გაკეთებული ორნამენტები, რომლებიც თარიღდება III საუკუნით და შექმნილია ქრისტიანული კულტურის გავლენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცოგოვინას აქვს მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. ფრანცისკანელი მატია დივკოვიჩი მიიჩნევა ბოსნიური ლიტერატურის ფუძემდებლად. გამოჩენილი პოეტები არიან: ნტუნ ბრანკო შიმიჩი, ალეკსა შანტიჩი, იოვან დუჩიჩი და მაკ დიზდარი. ცნობილი მწერლებიდან გამოსარჩევია ნობელის ლაურეატი ივო ანდრიჩი.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოპულარული ტრადიციული ბოსნიური მუსიკის ფორმები შედარებით ახალია და მიეკუთვნება XX საუკუნეს. ტრადიციული სიმღერის პოპულარული ფორმაა განგა, რომელიც შარგიაზე სრულდება.[1]

ცნობილი ბონიელი და ჰერცეგოვინელი მუსიკოსები არიან: გორან ბრეგოვიჩი, ზდრავკო ჩოლიჩი, ბრანიმირ შტულიჩი, დინო მერლინი და ტომო მილიშევიჩი.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ბოსნია და ჰერცეგოვინელი კინოს რეჟისორები არიან: დანის ტანოვიჩი, იასმილა ჟბანიჩი და ემირ კუსტურიცა.

1995 წლიდან მოქმედებს სარაევოს კინოფესტივალი, რომელიც უდიდესი და ყველაზე გავლენიანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]